#44588693 · 13 May 2015, 23:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პროექტის შესახებ
მიუხედავად იმისა, ხართ კომპანიის თანამშრომელი თუ მისი მფლობელი, ყველა შემთხვევაში თქვენ დაინტერესებული ხართ შემოსავლების ზრდაში, რომელსაც ძირითადად პროდუქციის ან მომსახურების გაყიდვით ვღებულობთ. გაყიდვების, რომელიც რეალურად დადებითად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.
როგორც ხვდებით, ამ პროექტში განვიხილავთ მსოფლიოში წარმატებით გამოყენებულ მოდელებს, რომელთაც შემოსავლების გაზრდის მიზნით იყენებენ, მოვარგებთ ჩვენს ეროვნულ თავისებურებას და შევუდგებით მათ გამოყენებას.
ვებ-გვერდი შექმნილია გაყიდვების მენეჯერების, აგენტების და ყველასთვის ვინც დაინტერესებულია გაყიდვების ზრდაში.
აქ განთავსებული ინფორმაციის ეფექტური გამოყენება შეუძლიათ როგორც დამწყებებს ასევე პროფესიონალებს.
მეტი კომუნიკაციისათვის და გამოცდილების გაზიარებისათვის ჩართულია კომენტარების გამოქვეყნების სისტემა.
ყველას წარმატებებს და გაყიდვების ზრდას გისურვებთ!
იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არღვევეს თქვენს საავტორო უფლებებს - დაგვიკავშირდით.
--------------------
www.salesmaster.ge - ცივი ზარი, მოტივაცია, გაყიდვების ზრდა
|