შავგოგიავ... ესენი არიან ურჯულოები და რუსეთი ერთმორწმუნე?
,,ჩერნოგორია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო“ - თურქეთი ნატოს გაფართოების საკითხს აყენებს
21:26 2015-05-14
თურქთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა იქნას იმპლემენტირებული.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს 2016 წლის ნატო-ს სამიტზე ალიანსის გაფართოების შესახებ საკითხის განხილვას.
ეს განცხადება ჩავოშოღლუმ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნები განიხილავენ ნატო-ს გაფართოების საკითხს. ,,ჩვენ ვემხრობით ნატოს გაფართოებას. ამჟამად ოთხი კანდიდატი ქვეყანა გვყავს. ეს არის ჩერნოგორია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო. ჩენ ვფიქრობთ, რომ ფაქტიურად, 2016 წელს უნდა ჩავატაროთ ნატოს გაფართოების სამიტი და იმ ქვეყნებმა, რომლებმაც პროგრესს მიაღწიეს, უნდა მიიღონ დადებითი პასუხი. მათ უნდა მიიღონ წვერობის შეთავაზება“ - განაცხადა ჩაბოშოღლუმ. მან აქვე დასძინა, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც გააკეთეს განაცხადი ნატო-ს წევრობაზე, უნდა მიიღონ შესაბამისი თანხმობის წერილი, რათა გახდნენ ალიანსის წევრები.
თურქთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა იქნას იმპლემენტირებული.
http://newposts.ge/?l=G&id=75002-%E1%83%9C...%83%97%E1%83%98