ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს ფინანსურ სანქციას აკისრებს. ოფიციალურ თბილისს ჯარიმის გადახდა სამი წლის წინ ჩატარებული აქციის გამო მოუწევს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება დაირღვა, შეკრების მონაწილეების მიმართ დაფიქსირდა დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებიც.
სტრასბურგიდან მიღებული პასუხით კმაყოფილები არიან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც გადაწყვეტილებას 18 თვე ელოდნენ.
http://1tv.ge/ge/news/view/99313.html
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo