ვინც ბატუმში თურქების ექსპანციაზე ბოდავთ.
თურქეთში ხედავთ მტერს.
და წინაარმდეგი ხარტ ველაფეირ თურქულის. გამოიღეთ:
თურქეთის ქალაქ ანთალიაში 14 მაისს დასრულდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა და დასრულდა ალიანსის გაფართოებისა და, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ყველა გულშემატკივრისთვის სასიამოვნო განცხადებით. მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ალიანსს მოუწოდა, 2016 წლის ვარშავის სამიტზე ნატოს გაფართოება გამოცხადდეს და ალიანსის რიგებში ახალი წევრები, მათ შორის, საქართველოც მიიღონ.
„თურქეთი ნატოს გაფართოების მომხრეა. ჩვენ დღეს ოთხი კანდიდატი ქვეყანა გვყავს - ესენია ჩერნიგორია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო. და ჩვენ გვსურს 2016 წლის სამიტმა მიზნად დაისახოს ალიანსის გაფართოება“, - განაცხადა მევლუდ ჩავუშოღლუმ ნატოს მინისტერიალის დასკვნით პრესკონფერენციაზე, ანთალიაში.
http://www.radiotavisupleba.ge/content/tur...a/27016775.html This post has been edited by Otten on 14 May 2015, 21:37