ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა.
აღნიშნული განცხადება სენატის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
სენატორის თქმით, მისთვის დიდი პატივია ამ საბჭოში მოწვევა, მაგრამ აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, ის იძულებულია ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადოს.
„მე უკრაინის გვერდში ვდგავარ და მხარს ვუჭერ მას, ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზე არის დამოკიდებული, რათა შევაჩეროთ ვლადიმერ პუტინის აგრესია. მე მხარს ვუჭერ ამ ახალ საბჭოს, ასევე უკრაინის მთავრობისა და ხალხის ძალისხმევას“, - განაცხადა მაკკეინმა.
უკრაინის პრეზიდენტის პირად საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.
საბჭოს შემადგენლობაში არიან შვედეთის, ლიტვისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღანელი ელმარ ბროკი.
ესეც ოფიციალური ნაკადული
http://www.mccain.senate.gov/public/index....08-02dccbbbcc71სათაური ჩაასწორე მოდერ, ფლიიზ
This post has been edited by wree_world on 15 May 2015, 17:45