#54778703 · 8 Jun 2019, 09:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც ჩვენი ვითომდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ამ სამი ათეული წლის პრაქტიკა გვიჩვენებს, ჩვენ ვერც ნამდვილ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით და აღარც ერად ვვარგივართ. ჩვენი საქმე ზუსტად ისეა როგორც იტყვიან არა შეჯდა მწყერი ხესა და არა იყო გვარი მისიო. ამ ჩვენი ასეთი ბედოვლათობის ოთხ მთავარ თანმიმდევრულ მიზეზად ვერაფერი სხვა ვერ დასახელდება თუ არა მრგვი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. ასეთია ჩვენი წარუმატებელი უახლოესი ისტორია და როგორც არ უნდა ვარტიალოთ, წარსულს მაინც ვერ შევცვლით. ოღონდ ამ წარსულიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და უკეთესი მომავლისკენ სხვა უფრო მართალი გზა უნდა გავიკვლიოთ.
თუ ერს უკვე თავისი ნებით აღარ უნდა საკუთარი ძლიერი სახელმწიფო, რამდენიც არ უნდა აყარო კედელს ცერცვი მარტო შეგონებებით ვეფაფერს ვერ გავხდებით. ერს საკუთარი ძლიერი სახელმწიფოს შექმნა უკვე შეგონებების გარდა ძალითაც უნდა ვაიძულოთ!
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|