Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(27)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ეჭვი და ჭეშმარიტი გზა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#32922423
· 9 Sep 2012, 17:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო უფალი იესოს მიერ ნახსენებ ერთადერთ ჭეშმარიტ გზაზე, რომელსაც ღვთის სასუფეველში მიყავს ადამიანი, როგორც ვიცით ეს გზა ვიწროა, ერთადერთი და მცირედნი დადიან ამ გზაზე, მან ასევე თქვა, რომ "მე ვარ ეს გზა და ჭეშმარიტებაო", კიდევ იმასაც ამბობდა, რომ არსებობს მრავალი გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიყავს ადამიანი და მრავალი დადის ამ დაღუპვამდე მიმყვან გზაზეო.
აქ რა თქმა უნდა სიტყვა გზაში, სააკაშვილის მიერ დაგებული გზები არ იგულისხმება, აქ საუბარია ჭეშმარიტ მოძღვრებაზე და ცრუ მოძღვრობებზე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, იესოს თქმით არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი მოძღვრება და ამის გარდა სხვა დანარჩენი ცრუა.
როგორც ვიცით I საუკუნის ქრისტიანები დადიოდნენ ამ ერთადერთი ჭეშმარიტი გზით და მათ იცოდნენ ჭეშმარიტი გზის შესახებ. რა ხდება დღეს? თითქოს ძველი მიმდინარეობები არ კმაროდა, აღმოცენდა ახალი და ახლებური ცრუ გზები, რა თქმა უნდა დაღუპვამდე მიმყვანი, რამ აღმოაცენა ეს გზები? ეჭვმა ადამიანის გულში აი ამან, ეჭვის მთესველი ვინც არის კარგად მოგეხსენებათ, მოკლედ დღეს ადამიანი დაბნეულობაშია და მის წინ არსებობს ათიათასობით გზა, რომელ გზას დაადგეს აღარ იცის, ვეღარ ერკვევა რომელი გზაა ჭეშმარიტი და რომელი ცრუ, შეიძლება ამ ათიათასობით გზაში ის ჭეშმარიტი გზაც შეხვდეს მაგრამ აქაც დაბრკოლებაა, ადამიანი კვლავ ეჭვობს, ნამდვილად ჭეშმარიტი გზაა ეს, რომელსაც ვადგავარ, თუ იმ დანარჩენი 9999 გზიდან კიდევ ერთ ერთია რომლის შესახებ მე არ ვიცი? ყველა გზას ვერ შეამოწმებ და ვერ გამოცდი, როდესაც ათიათასობით გზაა შენს წინ ყველა გზაზე ვერ ივლი და გინდაც იარო ბოლომდე ვერ მიხვალ ისევ და ისევ ეჭვის გამო.
თქვენ რას იტყვით ფორუმელებო, იცით ეს ერთადერთი ჭეშმარიტი გზა რომელია? თუ ეჭვობთ რომ გზას რომელსაც ადგეხართ შეიძლება დაღუპვამდე მიმყვანი იყოს? მე მაგალითად ვეჭვობ, რომ ჩემი სულიერი განვითარების გზა შეიძლება სასუფევლამდე კი არა მარადიულ სიკვდილამდე მიდიოდეს, ჰო და გთხოვთ დამეხმაროთ დამისახელეთ ეს ერთადერთი ჭეშმარიტი გზა რომელია.
--------------------
Deus caeli, Deus terrae, Deus Angelorum, Deus Archangelorum, Deus Prophetarum, Deus Apostolorum, Deus Martyrum, Deus Virginum, Deus, qui potestatem habes donare vitam post mortem Asmodeus.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
#32922887
· 9 Sep 2012, 18:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
QUOTE
იცით ეს ერთადერთი ჭეშმარიტი გზა რომელია
ვიცი!
* * *
Asmodeus
QUOTE
დამისახელეთ ეს ერთადერთი ჭეშმარიტი გზა რომელია.
თვითონ უნდა იპოვნო!
Asmodeus
QUOTE
თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო უფალი იესოს მიერ ნახსენებ ერთადერთ ჭეშმარიტ გზაზე, რომელსაც ღვთის სასუფეველში მიყავს ადამიანი, როგორც ვიცით ეს გზა ვიწროა, ერთადერთი და მცირედნი დადიან ამ გზაზე
გზა თუ გინდა იპოვნო, ჯერ ყურადღებით წაიკითხე იესოს ნათქვამები! ასე არ უთქვია!
* * *
Asmodeus
QUOTE
როგორც ვიცით I საუკუნის ქრისტიანები დადიოდნენ ამ ერთადერთი ჭეშმარიტი გზით და მათ იცოდნენ ჭეშმარიტი გზის შესახებ.
პირველივე საუკუნეში მრავალნაირი ქრისტეანობა არსებობდა!
* * *
Asmodeus
QUOTE
თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო
იეჰოვას სუნი მცემს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7981
წევრი No.: 123114
რეგისტრ.: 30-October 10
#32924749
· 9 Sep 2012, 20:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
რისი თქმა გინდა? რაღა შორიდან უვლი, პირდაპირ დაწერე ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პროგრესიუსი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
პროგრესიუსი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8129
წევრი No.: 132677
რეგისტრ.: 18-June 11
#32925142
· 9 Sep 2012, 20:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
ჰოდა თუ ყველგან ეჭვი გვიშლის ხელს, ე.ი ერთადერთი გზა ყოფილა - დაუეჭვებლობის გზა! ძალიან ღრმა თემას ეხები და მომწონს
"მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" ამბობს ქრისტე. ქრისტეს გზა სწორედ დაუეჭვებლობის გზაა და მას სიყვარული ჰქვია, სიყვარული ყველანაირი იზმების გარეშე... სიყვარული თავისთავად, უკომპრომისოდ, ანუ მოყვარის და მტრის გაურჩევლად. და ამ გზაზე, ჩემო ასმოდეუს, ერთადერთი ტრანსპორტი დადის - რ წ მ ე ნ ა. ამ გზას ანათებს ღვთის იმედი, ანუ უნივერსალური იარაღი სიმაგრეების შესამუსრავად...
--------------------
პატარა ტექსტი გადამათარგმნინეთ ქართულიდან ინგლისურზე
Katutu: 1 სიტყვა 4 თეთრი
hennessy: 5 იყოს კი კი კი ! დაავთვალე და ლარნახევრის თემაა
........
მე მიყვარს ალტ-ინფო <3
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kino222
Crazy Member
ჯგუფი: Members
kino222
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4610
წევრი No.: 18502
რეგისტრ.: 22-March 06
#32925624
· 9 Sep 2012, 21:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(გამოცხადება 12:9) . . .გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც
შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო,
გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი. . .
აქ წერია რო მთელი მსოფლიო შეყავს შეცდომაშიო,
ე.ი. ჭეშმარიტი რელიაგია მინიმუმ ქვეყნიერებასთან გათქვეფილი არ უნდა იყოს,(არ უნდა იყოს ქვეყნიერების ნაწილი)
თუ ქვეყნიერების მეგობარია რელიგია ე.ი. სატანა მართავს
უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ ღვთისთვის მიუღებელია თაყვანისმცემლობა, რომელშიც ბიბლიაზე დაფუძნებული სწავლებები და სხვა რელიგიური დოგმატები, ტრადიციები თუ რიტუალები ერთმანეთშია შერეული
იესომ ამ კითხვას მარტივად უპასუხა
(მათე 7:15-18) 15 უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან. 16 მათ მათივე ნაყოფით იცნობთ. განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს? 17 ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს. 18 კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს.
(მათე 7:21-27) . . .ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. 22 ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ 23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო! 24 ამიტომ, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი. 25 დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26 ხოლო ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს მათ, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. 27 დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს. ისიც დაინგრა და დიდი იყო მისი დანგრევა».
This post has been edited by
kino222
on 9 Sep 2012, 21:29
--------------------
ყველაფერი გენიალური მარტივია!!!!
(1 კორინთელები 2:9) . . .„რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს. . .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#32925756
· 9 Sep 2012, 21:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პროგრესიუსი
QUOTE
"მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" ამბობს ქრისტე. ქრისტეს გზა სწორედ დაუეჭვებლობის გზაა და მას სიყვარული ჰქვია, სიყვარული ყველანაირი იზმების გარეშე... სიყვარული თავისთავად, უკომპრომისოდ, ანუ მოყვარის და მტრის გაურჩევლად. და ამ გზაზე, ჩემო ასმოდეუს, ერთადერთი ტრანსპორტი დადის - რ წ მ ე ნ ა. ამ გზას ანათებს ღვთის იმედი, ანუ უნივერსალური იარაღი სიმაგრეების შესამუსრავად...
ხოდა ეს კაციც ამას კითხულობს .....თითქმის ყველა რელიგია ქრისტეს რწმენაზე და სიყვარულზეა დაფუძნებული.....არის ათასობით რელიგია ....ყველა თავისკენ გვეპატიჟება რომ ეს გზა არისო ჭეშმარიტებაო .....ამ რელიგიებიდან მხოლოდ ერთია და რომელიაო ......ისე ძალიან საინტერესო თემააა ....ეხლა არ მცალია და ახლო მომავალში შემოგიერთდებით
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kino222
Crazy Member
ჯგუფი: Members
kino222
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4610
წევრი No.: 18502
რეგისტრ.: 22-March 06
#32925780
· 9 Sep 2012, 21:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იეოს სიტყვები
(მათე 15:8, 9) . . .„ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან. 9 ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“. . .
(იოანე 17:14-16) 14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი. 15 იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა. 16 ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.
(იოანე 13:35) . . .ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“.
(იოანე 17:3) . . .მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს. . .
(2 კორინთელები 11:14, 15) 14 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. 15 ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება.
* * *
Asmodeus
ღვთის შესახებ შენ დიდ ცოდნას სწორი მიმართულება მიეცი, თხოვე ღმერთს და დაგეხმარება ბეღურებს არ ტოვებს უყურადრებოდ და შენ ბეღურაზე ბევრჯერ მეტად არ უყვარხარ?
* * *
იმედია აქ შენთვის რაიმე საინტერესოს ნახავ
http://download.jw.org/files/media_magazin...GE_20120401.pdf
http://download.jw.org/files/media_magazin...GE_20120301.pdf
This post has been edited by
kino222
on 9 Sep 2012, 21:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#32926526
· 9 Sep 2012, 22:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hammerfest
QUOTE
რისი თქმა გინდა? რაღა შორიდან უვლი, პირდაპირ დაწერე
შორიდან რას ვუვლი? მართლა სერიოზულად მაინტერესებს რომელია ის ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრება რომლის შესახებაც იესო საუბრობს, იეჰოვას მოწმობაა, ლუთერანელობა, ბაბტისტ-ქარიზმატობა, ორმოცდაათიანელობა, კათოლიკობა, ორთოდოქსობა, კაბალა თუ ჯანდაბა?
რომელია ეს დედაარღნიანი თითქმის ყველას ვიცნობ და ვეღარ გავერკვიე უკვე ყველა თავისებურად მართალია და თან ცდება, აბა ჭეშმარიტება სადღაა?
რამაზი
QUOTE
იეჰოვას სუნი მცემს
იღლიაში მენენ სპიდ სტიკი გამოისვი და ვეღარ იგრძნობ.
kino222
QUOTE
ღვთის შესახებ შენ დიდ ცოდნას სწორი მიმართულება მიეცი, თხოვე ღმერთს და დაგეხმარება ბეღურებს არ ტოვებს უყურადრებოდ და შენ ბეღურაზე ბევრჯერ მეტად არ უყვარხარ?
გმადლობ, ვთხოვე და შეიძლება ფორუმელების სახით დამეხმაროს კიდეც, მე ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ აქ ხალხმა დააფიქსიროს რატომ თვლის საკუთარ მოძღვრებას ერთადერთ ჭეშმარიტ გზად, შენ ეს კარგად გამოგივიდა, ეხლა სხვებმაც თქვან. მერე გადავხედავ გავაანალიზებ და შეიძლება რაღაც დასკვნამდე მივიდე.
თან აქ ცოტას ვხიტრობ კიდეც: თუ ვთქვათ სამსჯავროზე მკითხეს ცრუ გზით რად დადიოდიო, მე პასუხი მზად მექნება შენმა შექმნილმა კინომ, ან ჰამერფესტმა, ან კაკაურიძემ მაცდუნა თქო.
ეს ხუმრობით, ისე მართლა მაინტერესებს რომელია გზა ჭეშმარიტი და სასუფევლამდე მიმყვანი, ოღონდ აი ეს არის პასუხები არ მაინტერესებს ადამიანს უნდა შეეძლოს კიდეც ახსნას რატომ ფიქრობს რომ მხოლოდ ის გზაა ჭეშმარიტი რომლითაც დადის, შენ ეს ახსნა გაქვს და თან კარგი ახსნა, მომეწონა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dr-Rock
-= Mythbuster =-
ჯგუფი: Members
Dr-Rock
-= Mythbuster =-
ჯგუფი: Members
წერილები: 3025
წევრი No.: 8666
რეგისტრ.: 6-February 05
#32926615
· 9 Sep 2012, 22:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
QUOTE
გთხოვთ დამეხმაროთ დამისახელეთ ეს ერთადერთი ჭეშმარიტი გზა რომელია.
არ არსებობს ჭეშმარიტი გზა, მითუმეტეს იქ სადაც შენ ეძებ.
სად რელიგია და სად ჭეშმარიტება
არც იესოა და არც იაჰვე გზა.
გზა
QUOTE
თვითონ უნდა იპოვნო!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kino222
Crazy Member
ჯგუფი: Members
kino222
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4610
წევრი No.: 18502
რეგისტრ.: 22-March 06
#32926620
· 9 Sep 2012, 22:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
თუ რამე მე დამაბრალე რა პრობლემაა, ავიღებ ჩემ თავზე
ჭეშმარიტი რელიიის მიმდევრები მინიმუმ არ უნდა ომობდნენ ერთმანეთში მაინც
და კიდე ბევრი რაღაცეები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პროგრესიუსი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
პროგრესიუსი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8129
წევრი No.: 132677
რეგისტრ.: 18-June 11
#32926770
· 9 Sep 2012, 22:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
QUOTE
შორიდან რას ვუვლი? მართლა სერიოზულად მაინტერესებს რომელია ის ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრება რომლის შესახებაც იესო საუბრობს, იეჰოვას მოწმობაა, ლუთერანელობა, ბაბტისტ-ქარიზმატობა, ორმოცდაათიანელობა, კათოლიკობა, ორთოდოქსობა, კაბალა თუ ჯანდაბა?
რომელია ეს დედაარღნიანი თითქმის ყველას ვიცნობ და ვეღარ გავერკვიე უკვე ყველა თავისებურად მართალია და თან ცდება, აბა ჭეშმარიტება სადღაა?
იმედი უნდა გაგიცრუო - აზრი არ აქვს ვინემ რომ დაგისაბუთოს კიდეც... ყველა დაგისაბუთებს ისე, როგორც თავად ესმის. ყველა თავის განცდილს მოგიყვება, მთავარი კი ისაა რომ შენ გ ა ნ ი ც ა დ ო ეს ჭეშმარიტი გზა.
ღმერთს არ აქვს დენომინაციები...
არ გააკეთო ის, რაც გძულს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#32926831
· 9 Sep 2012, 22:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dr-Rock
QUOTE
არც იესოა და არც იაჰვე გზა.
უამრავი სატანისტი "მეგობარი-ნაცნობი" მყავს ასეთი რამ მათი პირიდანაც კი არ გამიგია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ისინი არ უარყოფენ იმას, რომ ღვთის მოძღვრებას ადამიანი ცხონებამდე მიყავს, უბრალოდ ეს კატეგორია განაწყენებულია ღმერთზე და სპეციალურად, შეგნებულად ირჩევს სატანას გზას.
ამას მხოლოდ ათეისტი თუ იტყოდა, ისე კარგად რომ დაუკვირდე მიხვდები რომ ათეიზმი "შეფარული სატანიზმის ყველაზე საშიში ფორმაა" რადგანაც სატანას ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიოში ის არის რომ ხალხის მასა დააჯერა თავის და ღვთის არ არსებობაში.
kino222
QUOTE
თუ რამე მე დამაბრალე რა პრობლემაა, ავიღებ ჩემ თავზე
არა, შენ რა უნდა დაგაბრალო ეს ხუმრობით ვთქვი უბრალოდ ამ ხუმრობაში ის ვიგულისხმე, რომ ვთქვათ და აქ ვიღაცას ვენდე და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ვიღაც თურმე ცდებოდა, სამსჯავროზე რა ვქნა თქო? ისე ეს კითხვა შენც უნდა გაწუხებდეს, სამსჯავროზე დავუშვათ და აღმოჩნდა, რომ ცდებოდნენ ისინი ვისაც მიენდე რას იზავ?
QUOTE
ჭეშმარიტი რელიიის მიმდევრები მინიმუმ არ უნდა ომობდნენ ერთმანეთში მაინც
ამას ძველი აღთქმიდან უცებ მოუძებნიან ახსნას, სუსტი არგუმენტია, ისრაელიც კი დაყოფილა თავის თავის წინააღმდეგ და მათი ძენი რომლებსაც მრწამსი აერთიანებდათ ერთმანეთს ხოცავდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ურიცხვ ომებზე რომლებიც ღვთის შეწევნით აქვთ მოგებული მათ უცხოტომელებთან, იერიქონის კედლების დაქცევა გაიხსენე.
QUOTE
და კიდე ბევრი რაღაცეები
იმედი მაქვს ამ რაღაც რაღაცეებს სხვებიც დაწერენ, ჯერ ჯერობით ერთადერთი ადამიანი ხარ ვისი ახსნაც მოსაწონი და მისაღებია ჩემთვის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7981
წევრი No.: 123114
რეგისტრ.: 30-October 10
#32926880
· 9 Sep 2012, 22:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
QUOTE
მე ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ აქ ხალხმა დააფიქსიროს რატომ თვლის საკუთარ მოძღვრებას ერთადერთ ჭეშმარიტ გზად
იმიტომ რომ ზუსტად ის მოვლენები ხდება ჩვენს წრეშიც, რაც (მაგალითად) მოციქულთა საქმეებშია ჩაწერილი, ანუ შეესაბამება წმინდა წერილს ის, რაც მისი დაწერიდან ლამის 2000 წლის მერე ხდება. შეესაბამება პირველ რიგში თეორიით და შედეგად პრაქტიკითაც.
მსგავსი რამ ვერც მართლმადიდებლებთან ვერ ვნახე, ვერც პროტესტანტების აბსოლუტურ უმეტესობასთან, არსით ანტიქრისტიანულ კულტებზე (მოწმეები, მორმონები და ა.შ.) აღარც მაქვს საუბარი.
მე არ ვთვლი რომ ერთადერთი და უჭეშმარიტესი გზა ვიპოვნე (ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის - უფალმა იცის), მაგრამ ძიების საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და თამამად ვიტყვი რომ ეს გზა სხვებზე უკეთესია!
დანარჩენი აქ ვერ დაიწერება, ძალიან პრივატული და ინტიმურიცაა ... საჯაროდ არ არის გამოსატანი. რეალი უნდა ...
ერთი ეგაა რომ ყველა ინდივიდუალურად მიდის უფლისკენ ... შეიძლება მონასტერში გაუშვას იესომ ადამიანი რომ მან ხსნა მიიღოს ... და ეს მიუხედავად იმისა, რომ მონასტრული სისტემა არ არის ბიბლიური მოვლენა. მკაცრად ინდივიდუალურად ხდება ძალიან ხშირად ... ანუ რაც მომცეს მე, არ მოგცემენ შენ და პირიქით ...
მოკლედ (შენ გამიგებ): ზოგს 1000 ლარს აძლევენ, ზოგს 200-ს და ზოგს 1 ლარს ... ჰოდა 1 ლარიანს ეჩვენება რომ მისი გზა 100% ჭეშმარიტი და ერთადერთია ... აპატიებენ ... რადგან უყვართ ... ხოლო 1000 ლარიანმა იცის რაშიცაა საქმე და ...
QUOTE
რომელია ეს დედაარღნიანი თითქმის ყველას ვიცნობ და ვეღარ გავერკვიე უკვე ყველა თავისებურად მართალია და თან ცდება, აბა ჭეშმარიტება სადღაა?
მართალი ხარ, თ ი თ ქ მ ი ს ყველას იცნობ ... ანუ არის საქართველოში ხალხი, ვისაც ჯერ არ იცნობ ...
პროგრესიუსი
QUOTE
მთავარი კი ისაა რომ შენ გ ა ნ ი ც ა დ ო ეს ჭეშმარიტი გზა. ღმერთს არ აქვს დენომინაციები
+1
This post has been edited by
Hammerfest
on 9 Sep 2012, 22:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kino222
Crazy Member
ჯგუფი: Members
kino222
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4610
წევრი No.: 18502
რეგისტრ.: 22-March 06
#32927162
· 9 Sep 2012, 22:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Asmodeus
ბრმად არასდროს არავის არ ვენდობი, მე ვეძებდი და ვნახე და ყოველ დღე ვრწმუნდები რო მართალი ვარ არჩევანში
ვინმემ უკეთესი მითხრას და იმას ვენდობი რა პრობლემაა, მე თუ ერთხელ მაინც სიყალბე დავინახე სადმე იქ არ გავჩერდები
(იოელი 2:32) . . .და ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება,. . .
ვინმე გინახია იეჰოვას სახელს რო უხმობდეს?
ვინმე გინახია ამ სიტყვების რო ჯეროდეს?
(იოანე 5:30) . . .ჩემით არაფერს ვაკეთებ. როგორც ვისმენ, ისე ვასამართლებ და ჩემ მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანია, რადგან ჩემი ნების შესრულებას კი არ ვცდილობ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა. . .
(1 კორინთელები 11:3) . . .მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია.
http://download.jw.org/files/media_magazin...GE_20120501.pdf
This post has been edited by
kino222
on 9 Sep 2012, 23:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Asmodeus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
#32927171
· 9 Sep 2012, 22:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hammerfest
QUOTE
.. ანუ არის საქართველოში ხალხი, ვისაც ჯერ არ იცნობ
და ამ ხალხს შეუძლია ჩემამდე მოიტანოს ის მოძღვრება რომელშიც არ დავეჭვდები რომ ჭეშმარიტია?
ხომ ხვდები რისი თქმა მსურს? აი ვთქვათ უკანასკნელ პერიოდში კაბალას შევისწავლიდი და ერთადერთ ჭეშმარიტ გზად ვთვლიდი სანამ ამ მოძღვრებამ ჩემში კითხვები არ დაბადა და თან ისეთი კითხვები რომელზედაც პასუხები წმინდა წერილს არ შეესაბამებოდნენ, მე ვთვლიდი რომ კაბალა იყო ეს ჭეშმარიტი გზა მანამდე სანამ არ დავეჭვდი და დავეჭვდი საფუძვლიანად, კონკრეტულად რაზე გეტყვი არ არის საიდუმლო.
იესომ თქვა: "ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით" კაბალა კი ასწავლის, რომ მამასთან მისვლა იესოს გარეშეც შესაძლებელია ადამიანის მონდომებით, კაბალა ასწავლის რომ ადამიანს შეუძლია ყოველგვარი შუამავლების გარეშე აღადგინოს კავშირი ღმერთთან, ამიტომაც იესოს როგორც შუამავალს და ერთადერთ წინამძღოლს კი არა, ერთ ჩვეულებრივ რაბინად აღიქვამენ ათას სხვა მსგავს რაბინთა შორის. თან იდეალურად ხსნიან რატომაც აღიქვამენ ასე.
მოკლედ ჩემი დაეჭვების მიზეზი სწორედ ეს იყო იესოს სიტყვები: "ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით" ესეც ახსნეს აქ იმ მოძღვრებაზე საუბრობს რომელსაც იესო ქადაგებდა და ეს მოძღვრებაა სწორედ კაბალაო, მაგრამ ეს თუ ახსნეს შუამავლობის საკითხი ვეღარ ახსნეს, ჰო და მოძღვრებაში სადაც თუნდაც ერთი საკითხია აუხსნელი მე კარგად ვამჩნევ სატანას კვალს, ეს დედააფეთქებული იმდენად ხიტრია რომ შეიძლება შავი თეთრად მოგაჩვენოს სანამ ტვინს არ გაანძრევ და შენით არ მიხვდები რომ ძალიან ლამაზად შეფუთულ სიყალბესთან გაქვს საქმე.
მადლობა ღმერთს ეს თვისება რომ მომცა, მე არ ვიციკლები ერთ რომელიმე მიმდინარეობაზე და ჯიხვივით რქებით არ მიყვარს მიწოლა აი ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზაო არასოდეს ვიძახი, არამედ ვამოწმებ და ვიკვლევ, რამოდენიმე ასეთი გზა უკვე ჩამოვწერე და ვიცი რომ ამ გზებს აღარ დავუბრუნდები რადგან ცრუა და დაღუპვამდე მიმყვანი, მაგრამ სად არის გზა ჭეშმარიტებისა? მე ვილოცე რომ თავად მიეთითებინა იესოს ხილვაში ან სიზმარში ეს გზა, ჯერ დუმს ალბათ მართლა თავად უნდა ვიპოვო. მაგრამ ვერ ვპოულობ, შენ ვერც კი წარმოიდგენ რა რთულია როდესაც ადამიანს გსურს იპოვო ჭეშმარიტება ის კი არსად ჩანს.
* * *
kino222
QUOTE
(იოელი 2:32) . . .და ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება,. . .
ვინმე გინახია იეჰოვას სახელს რო უხმობდეს?
კი, მინახავს იეჰოვას მოწმეები, მაგრამ ისიც მსმენია იესო რომ ამბობს "განა ყველა ვინც მეუბნება უფალო უფალოს" ......................
იეჰოვას მოწმეების მრწამსშიც სწორედ იესომ დამაეჭვა, რადგანაც მას ანგელოზად მიიჩნევდნენ.
მოკლედ მართლაც რომ ქვაკუთხედია იესო. ზედ მრავალი შებრკოლდა. როგორი რაღაცაა იცი? სტანდარტია, რომელსაც თუ 100% არ შეესაბამება მოძღვრება გიჩვენებს რომ ეს მოძღვრება ცრუა. აი ეს სტანდარტია იესო. სულ რომ 99,9 %-ით იგივეს იმეორებდეს მოძღვრება რასაც იესო ქადაგებდა და 0,1 %-ით სხვაგან იხრებოდეს შენც ხომ იცი რომ ასეთი მოძღვრება სატანისაგანაა, ჰო და მისი ანგელოზობის საკითხი მაეჭვებს თქვენს მოძღვრებაში.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(27)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0935 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.