new_userრისი მადლობა შე კაცო, აპა რისთვის ვართ აქ?
შემწვარ ზუთხს/იგივე "ასატრინა"/, ორაგულს, ლოქოს, გიგანტურ კამბალას/ჰალიბათი/ და ყველა მოზრდილ თევზის ფილეს, ნარშარაბი უხდება ყველაზე მეტად.
სასურველია ასეთ სასუსნავთან მსხვილი კარგად მოხარშული ბრინჯი, ზღვის მცენარეებისგან გაკეთებული მომჟავო მწნილი, ან სატაცური, მოხარშული მწვანე ლობიოც წავა, ცხელი შოთის პურები და თეთრი მშრალი ღვინო.
ნუ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, საერთოდ გემოვნებაზე არ დაობენ და რაც შეეხება თევზებს, მაგ საკითხში წყალს ნაღდად ვერ ჩავიგუბებ პირში.
პ.ს. ირანი-აზერბაიჯანის საზღვარზე ორად გაყოფილი სოფელია, სახელად ასტარა, ნახ-ნახევრად ეკუთვნის ორივე ქვეყანას.
იქ მაქვს დაგემოვნებული ზუთხის მწვადი და ეგეთს ვერსად ვერ ვეღირსე.
თვითონ ვიჭერ ზუთხს, მაგრამ ვერა რა, ვერ დავსვი იმ გემოზე, რაც მახსოვს.
/ალბათ ძალიან მშიერი ვიყავი მაშინ.

/
This post has been edited by elchi on 18 May 2015, 22:21