ამ კლასისთვის რამდენჯერმე მიმიქცევია ყურადღება, თავიდან დუკატის მულტისტრადას ისტორიით (2007 წლის ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით შეისწავლეს მომხმარებლის მოლოდინი, რომ ისინი აღარ აპირებდნენ რამდენიმე დუკატის ერთობლივად ყოლას გარაჟში, ამიტომ მათ კრიზისის გამო გაღარიბებულ მომხმარებელს შესთავაზეს ერთი მოტო 3 რეჟიმით: სტრიტი, სპორტი, სათავგადასავლო, საინტერესო მიდგომა იყო და ბუნებრივია წარამტებაც ხვდა წილად).
ეს მულტისტრადას შთაგონებით მოგვიანებით შექმნილი სამოგზაურო მოდელი ჰიპერსტრადაა

შემდგომში იყო BMW-ს GS მოდელები, რომლითაც უმეტესწილად მოძრაობენ საქართველოში ევროპიდან შემოსული ტურისტები, აქაიქ KTM ებიც გაერევა, და ჰონდა ტრანსალპებიც, მაგრამ უმეტესწილად BMW GS - ებს ენდობიან დიდ გზაზე როგორც ჩანს.

ახლახანს ვკითხულობდი სტატისტიკურ მონაცემებს მოტოების გაყიდვების შესახებ და წავაწყდი ძალიან საინტერესო მონაცემებს, რამაც კიდევ უფრო აქტუალური გახადა ეს კლასი ჩემთვის.
ტრიუმფი გახდა ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე კარგად გაყიდვადი ევროპული ბრენდი. და როგორც აღმოჩნდა მისი პროდუქციის ფლაგმანი არის არც Triumph Amerika, არც მისი ყველაზე რომანტიკული, კლასიკური და ძალიან ბრიტანული მოდელები: ბონევილი, ტრუქსტონი და მით უმეტეს სკრამბლერი, არამედ Tiger. ტრიუმფის ვეფხვის სულ უფრო იხვეჭს პოპულარობას ამერიკაში.

2012 წელს იგივე გააკეთა Honda-მ, რომლის მზარდი გაყიდვები განაპირობა მისმა სამოგზაურო მოდელმა NC750X -მა სათავგადასავლო მოგზაურობის მოყვარულებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეს არის ყველაზე პოპულარულები და მახინჯები ))) თავგადასავლების მოყვარული ყველგანმავალი ინტერნაციონალები
ამ კლასს adventure უწოდებენ. ქართულად ერთი სიტყვით ვერ თარგმნი, adventure - ისეთ მოგზაურობას გულისხმობს, რომელსაც თან ახლავს მოულოდნელობები, თავგადასავლები, ხიფათები. მშვილი მოგზაურებისთვის მოტოს მწარმოებლებს ცალკე კლასი აქვთ მოფიქრებული - ტურინგი, ანუ ტურისტული.
რაც არ უნდა იყოს ყველაზე დიდი წვლილი ამ მოდელის პოპულარიზაციაში ალბათ BMW - ს ეკუთვნის, დღეს უკვე როგორც ჩანს ბევრი კონკურენტებიც გამოუჩნდნენ რაც კლასის მზარდ პოპულარიზაციაზე მოუთითებს.
ბოლოში დავასრულებთ როიალების და ბალახის სასხლავი მოწყობილობის ერთობლივად მწარმოებლის, ყველაზე ესთეტი და ყველაზე უნიკალური იაპონური ბრენდის იამაჰას მოდელით