რავიცი რა მეტაკა, მარა აი !
MAC:
პაწუკა კიდე შემოღობილი ეზო 5 სათამაშოთი რომელიც სტივმა დაყარა. გარეთ გასვლა არ შეიძლება. სხვა სათამაშოებით თამაში არ შეიძლება. ფანჯარაში გახედვა არ შეიძლება. კარები რა თქმა უნდა არ არის.
რატომ ?
სტივმა თქვა ასე (Talking to Apple

) უუუუუუუ.
რა საჭიროა ფანჯარა ? ჩვენ ხომ ყველა სათამაშო აქვე გვაქვს ? მერე რა რომ 5-ია, ლამაზია და დიადი სტივის მოტანილია

რა საჭიროა კარები - რომელშიც კაციშვილი არ შემოვა ? (სტივი კედლებში გადის)
თამაშობენ ბავშვები და უხარიათ. წარმოდეგენა არ აქვთ რა ხდება გარეთ და არც აინტერესებთ.
მოდის სტივი და მოაქვს ახალი სათამაშო. უუუ 5 იყო ეხლა 6 აქვთ. ამიტომ ყოველი ახალი უხარიათ. უფრთხილდებიან დაკანკალებენ.
Talking to Apple...
-გაიგე სტივმა თქვა მეშვიდე სათამაშო არსებობსო ?
-მართლა , სტივმა ? ვაუუ რა მაგარია ! აზზე ხარ 7 ცალი გვექნება !
თამაშობენ ბავშვები !
სახლში თბილა, არ აწვიმთ...
მალე სტივი მოვა, ემზადებიან დასახვედრად...
სათამაშობს აპრიალებენ, $$$-ებს ალაგებენ წინდებში და ბუხართან კიდებენ. მალე მოვა კეთილი სტივი და საჩუქრებს მოგვიტანს. ტკბილად იძინებენ ბავშვები და ესიზმრებათ როგორ მოიჩქარის ლეოპარდზე ამხედრებული სტივი საჩუქრებით დახუნძლული მათი პატარა მყუდრო სახლისკენ...
Talking to Apple...
Linux:
კედლები ? რა არის კედელი ? 5 სათამაშო ?
აქ ყველა თვითონ აკეთებს თავის სათამაშოს !
ფული, რა არის ფული, აქ ყველაფერი უფასოა !
სადაც გინდა წადი, რაც გინდა ის ქენი ! თუ გინდა კისერი მოიტეხე, თუ გინდა შენი სამყარო შექმენი 0-დან !
გაწვიმს ? ქოლგა გაიკეთე ან ითხოვე 10000 სხვა ქოლგა !
გცივა ? შეიკერე ტანსაცმელი ან აარჩიე 10000-დან.
ზოგს ღილი არ აქვს, ზოგიც 5 ადგილასაა გახეული, მაგრამ პრობლემა არააა, მოიცლი დაჯდები თვითონ გაკერავ, არადა ვიღაც სხვა მოგეხმარება.
სრული თავისუფლება, არანაერი წესები !
ერთმანეთის გატანა და დახმარება !
M$ World:
-ფული გაქვს ?
-არა
-აბა, აქ ვინ შემოგიშვებს ? ბილეთი ფული ღირს ! არტაქციონი ფული ღირს ! ჰაერით სუნთქვა ფული ღირს !
არ გაქვს ფული ვერ შემოხვალ !
ამოიოხრა და გულისკანკალით ყიდულობს ბილეთებს, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებს იმ ატრაქციონების ნახვა რომლების ასე მომხიბლავად გამოიყურება აფიშებზე და რომლებზეც ყველა ასე აღტაცებით ლაპარაკობს.
გაიღო კარები !
უუუუჰ, ეს რა არის ?!
სულ არ გავს ფერად 1000 ნათურებით მოხატულს მხიარულ ატრაქციონებს, როგორც მეგობრები უყვებოდენ. ლამაზს ვინ დაეძებს ზოგი ისე საეჭვოდააა დახრილი და ჭრიალებს რომ საშიშიც იქნება გაკატავება !
ბოლოს მაინც გაბედავს და ერთ ატრაქციონს შეარჩევს.
1 წრე უფასოა მეორე 50% ფასდაკლებით. დანარჩენი 100% ფასია.
აინტერესებს იხდის 2 წრის ფასს.
დაიძრა, საეჭვოდ ჭრიალებს, ვინტები ძვრება, ახალ შეღებილი საღებავი ცვივა. მეორე წრეზე წასვლის სურვილი დაეკარგა.
მაგრამ ატრაქციონი არ ჩერდება, სულ უფრო და უფრო უმატებს სიჩქარეს !
10
20
...
50
უჯვე სათვალავი აერია ! ცუდად არის, გული ერევა.
ბოლოს გაჩერდა და ჩამოვიდა ლასლასით.
თქვენ უდნა გადაიხადოთ, $$$$$$$$$$$$-ი.
კი მაგრამ მე ხომ...
ჩუმად ! აი წესები, როგორ არ წაიკითხეთ.
მხოლოდ ეხლა შეამჩნია ბილეთის ბოლოს ძალიან წვრილად მიწერილი ტექსტი.
ამდენი ფული სად ვიშოვო.
ჩვენ დაგეხმარებით, ცალყბად უღიმის უაზროდ შეღებილი კლოუნი.
ამ თანხას ნაწილ ნაწილ გადაიხდი, ოღონდ სულ ჩვენ პარკში უნდა იარო !
ამოიოხრა სხვა რა გზა დარჩენია !
ჰო კიდე, თუ სხვებსაც თუ მოიყვან უფრო მალე გაისტუმრებ ვალს ! მიაძახა კლოუნმა !
კარები დაიხურა.
ჩაფიქრებული სახე უცებ ღიმილით შეიცვალა.
ეე ბიჭო იცი რა მაგარი იყო ! - გასძახა ატრაქციონზე მომავალ მეგობარს !