სადაურია ეს კომპანია? ანუ რომელი ქვეყნის?
შენ საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადო.
თუ ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება არსებობს საქართველოსა და იმ ქვეყანას შორის, იმ კომპანიას გაუგზავნი ცნობას რომ საქართველოს რეზიდენტი ხარ და ისინი აღარ დაბეგრავენ შენს თანხას. ეს იმისთვის არის რომ ორჯერ არ დაიბეგრო. თუმცა საქართველოში უნდა გადაიხადო გადასახადი.
თანხა ხო ბანკით გერიცხება. შესაბამისად დამალვა არ გამოგივა, იმიტომ რომ შენი ინფორმაცია თანხებზე ბანკში ფიქსირდება. რომ არ გადაიხადო ადრე თუ გვიან მოგაგნებენ და ჯარიმას დაგაკისრებენ.
პ.ს. როგორ დასაქმდი როგოგრც self employed? მეც ვცდიდი დიდი სიამოვნებით ჩემს სფეროში. იქნებ დამაკვალიანო