#44629366 · 18 May 2015, 03:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მგონი საზოგადოებას ეხება ეს თემა და ყველაზე მნიშვნელოვანიცაა და დღეს განსაკუთრებით აქტუალური, არადა თითქოს მრავალჯერ განხილული.
უკიდურესობებში გადავარდნა გვჩვევია საშინლად, თითქოს ყველას გადაწყობას ვახდენთ მესიებად და სატანებად, პოლიტიკოსები გინდა, საზოგადო მოღვაწეები, თუ თუნდაც ნათესავები, ან ნაცნობები. არადა საშინლად საზიანო და არაფრისმომტანი დამოკიდებულებაა.
მაგალითად: ყველა გეი არაადამიანია, ან ყველა ნაციონალი საქართველოს მტერია, ყველა მრევლი ბნელია, ყველა ქალი, ვინც სიგარეტს ეწევა მთლად პატიოსანი არაა და ა.შ შედეგად თითქმის ყოველთვის იქმნება ხოლმე დაპირისპირებული მხარეები, იდეებით განსხვავებული, მაგრამ ხასიათით საეჭვოდ მსგავსი, ვთქვათ თავისუფალი ზონა vs თავისუფალი თაობა, ან აგრესიული ქრისტიანები vs აგრესიული ლიბერალები.
გამოსავალი რა არის? დავინახოთ ადამიანი თუ რამე ძალა, ან გაერთიანება როგორც უამრავი კომპონენტის ერთობლიობა, ანუ ყველა ადამიანი მოიცავს უამრავ რამეს, მიდგომებს, დამოკიდებულებებს, ხედვებს, ღირსებებს თუ ნაკლებს. lgbtს წარმომადგენელი იყო ფრედი მერკური და არის ეს მაცაცო, ან სასულიერო პირი, ვთქვათ ვინმე ჯიპიანი შევადაროთ ამბროსი ხელაიას, იქნებ ვინმე lgbtს წევრმა ბევრად უკეთესი ადამიანობაც კი გამოიჩინოს ადამიანის მიმართ და ბევრად უკეთ გაუგოს, ვთქვათ ვიდრე ტიპმა, ვისთან ერთადაც ეს ადამიანი 17 მაისს მოსაკლავად მისდევდა ზემოთ აღნიშნულს სუბიექტს.
ეს ხომ ელემენტარულია, არა? ამას რომ გავიაზრებთ წესით ბევრად უკეთ უნდა გავუგოთ ერთმანეთს, ნუ საერთო მიზნების მიღწევა მაინც ბევრად გაადვილდება, საჭირბოროტო თემები წამოიწევს და არა ვთქვათ ეს გაუთავებელი ნაცების და ქოცების ჩხუბი.
ამიტომაც გვიზიდავს, კონსტრუქციული პოლიტიკოსები, ვინც სულ რაღაცის გადაბრალებაში არ არიან და საქმეზე ლაპარაკობენ.
ყველაზე მთავარი მომენტი: როცა რაღაც მახასიათებლებს მოაშორებ ადამიანს: ეროვნება, პოლიტიკური ხედვა, რელიგია და ა.შ, ვრჩებით არსებები, რომლებიც ასე ძალიან ვგავართ ერთმანეთს და მიხვდები, ამ დაპირისპირებას რამდენი რამე ეწირება, ნერვებს და კარგ ხასიათს რომ თავი დაანებო, ცოტა ფილოსოფიურადაც შეხედეთ, სიგიჟეა დღევანდელი ჩვენი ყოფა.
This post has been edited by wolfchant on 18 May 2015, 03:21
|