ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს ბუბა კუდავას ყოფილი თანამშრომელი, მხატვარ-რესტავრატორი ლია სიხარულიძე ბრალდებებს უყენებს. სიხარულიძის ბრალდებები კუდავას მიმართ ასეთია – მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, თანამდებობიდან მისი უკანონოდ გათავისუფლება, უფლებამოსილების გადამეტება, სიცრუე, ფინანსური დარღვევები, პირადი დიდების მოხვეჭის სურვილი.
სიხარულიძეს კუდავა ბრალდებებითვე პასუხობს, თუმცა დანაშაული, რაშიც ისტორიკოსი რესტავრატორს ამხელს, უფრო მძიმეა – რესტავრირების სტანდარტების დარღვევა, უძველესი წიგნების ყდების და სარესტავრაციო მასალის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება, უნიკალური ხელნაწერების განადგურება.
პრეისტორია
2006 წელს ხელნაწერთა უდიერად მოპყრობისა და განადგურების ბრალდებით ლია სიხარულიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იმჟამინდელმა დირექტორმა ბუბა კუდავამ სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ სიხარულიძემ სასამართლოში იჩივლა. რესტავრატორი აცხადებდა, რომ კუდავამ რესტავრაციის ლაბორატორიაში ხელნაწერები მიზანმიმართულად აურია და ფოტოები გადაუღო, რის შემდეგაც თქვა, რომ ლია სიხარულიძე ლაბორატორიაში არსებულ ხელნაწერებსა და სარესტავრაციო მასალებს უდიერად ეპყრობოდა და ანადგურებდა. სიხარულიძე მიიჩნევს, რომ კუდავა საკუთრი სახელის მოხვეჭვისთვის იბრძვის, რაშიც ის ხელს უშლიდა.11260442_1093301760697839_558005508_o
„2006 წლის ივლისში კუდავა მოვიდა ჩემს ლაბორატორიაში. ბლოკნოტი და ფანქარი ეჭირა ხელში. შემოჰყვა თავისი მოადგილე გიორგი კალანდია და ჩვენი განყოფილების უფროსი დარეჯან გოგაშვილი. თქვეს, ინვენტარიზაციაზე ვართო. დაიწყეს აქეთ-იქით თვალიერება, თითქოს პირველად იყვნენ ჩემთან. დაიწყეს უჯრების, კარადების ჩხრეკა, საცავები გახსნეს, სადაც ხელნაწერები იყო, ყველაფრი ამოალაგეს მაგიდებზე, საჭრელ დაზგაზე, სკივრზე, სკამებზე, სავარძლებზე, სულ აქეთ-იქით ყრიდნენ, მერე დაწყეს ამ არეული სიტუაციის გადაღება. ხელნაწერები უსწორმასწოროდ დადეს, მერე შეუცვალეს მიმართულება, შეატრიალეს და ისე გადაიღეს ფოტოები, თითქოს ასე ვმუშაობდი. მივხვდი, რომ რაღაცისთვის ამზადებდნენ. შემდეგ დაიწყეს ინვენტარის, მასალის – ტყავების, მუყაოების, ყველაფრის აღწერა. რაც კი გამაჩნდა, ჩემი იყო თუ იმათი, ყველაფერი აღწერეს, ხელი მომაწერინეს და თვითონაც მოაწერეს. ორი დღე ამაზე ვმუშაობდით, მესამე დღეს ინსტიტუტის კომისია შედგა. ამის შემდეგ ხელნაწერთა უდიერი მოპყრობისა და განადგურებისთვის გამათავისუფლეს.
http://kvira.ge/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9...83%A3%E1%83%A0/
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)