ხმაურით დაიწყო დღეს საქალაქო სასამართლოში ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესი. შელაპარაკება ბრალდებულებისა და ვაზაგაშვილის ახლობლებს შორის მოხდა.
იური ვაზაგაშვილის დამ ბრალდებულები მკვლელებად მოიხსენია, რასაც დაკავებულების ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა.
კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ამირან რობაქიძესა და სპეცრაზმის ყოფილ უფროს კახა ნაკანს შორის. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, რობაქიძეს დარბაზი დაატოვებინეს.
საბოლოო ჯამში, სხდომა 22 მაისამდე გადაიდო.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორტების საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე გაიყო. დაკავებულების: ფირცხალავას, ნაკანის, ბეროძის, ცააძისა და კვინიკაძის საქმე ერთად, დანარჩენი 6 სპეცრაზმელის ეპიზოდი კი – ცალკე წარმოებად განიხილება.
http://1tv.ge/ge/news/view/99595.html
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo