როგორც ჩანს, ,,ნაცმოძრაობაში“ მოპარული ფული გამოილია და მისი წევრები ახლა ავეჯისა და სხვადასხვა სახის ნივთების მოპარვაზე გადავიდნენ.
ამის შესახებ გაზეთი,,კვირის ქრონიკა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
,,მორიგი სკანდალი ,,ნაციონალების“ ოფისში. როგორც ინკოგნიტო წყარო ყვება, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბესარიონ გედენიძემ პეკინის გამზირის #34-ში მდებარე პარტიის ოფისიდან სხვადასხვა სახის ავეჯი მოიპარა, მათ შორის ტყავის სამეული და დივანი“,- წერს გაზეთი.
წყაროს ინფორმაციით, ,,ნაციონალებმა“ ბესარიონ გედენიძე მაშინ გამოიჭირეს, როცა მოპარული ავეჯის გადატანას საგურამოს აგარაკზე ცდილობდა.
,,როდესაც ავეჯით ,,ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში დაინტერესდნენ, ბესარიონ გედენიძემ წაღების ფაქტი უარყო, არ მომიპარავს, ავეჯი დამტვრეული იყო და გადავყარეო. თუმცა, რამდენიმე დღეში გედენიძე მაშინ გამოიჭირეს, როდესაც საკუთარი სახლიდან ავეჯის გატანასა და საგურამოში აგარაკზე წაღებას ცდილობდა. ამის გამო, გედენიძე სცემეს და ყველაფერი უკან დააბრუნებინეს. სადაც ეს ამბავი მოხდა, ადრე ,,თავისუფალი ზონის“ ოფისი იყო. მერე იქ ლევან თარხნიშვილ და სხვები შევიდნენ“,- აცხადებს წყარო.
ასე რა გაგიჭირდათ კაცოო