ეს უკვე ზედმეტია.
"მითუმეტეს" არა ის. ღვედებზეც მასე გაიძახოდნენ, ქართველებს დაბმას ვერ გაგვიბედავთო, მაგრამ
მაშინვე პრ##ის კანკალით დაიბა ყველამ თავი, ჯარიმების შიშით.
ხალხის რაოდენობა და მანქანები რომ იზრდება, ზუსტად მაგიტომ დებენ მილიარდებს, საზოგადოებრივ
ტრანსპორტში, განვითარებულ ქვეყნებში.
აგერ, ბევრჯერ დაიდო უკვე ეს სურათი, თუ რამდენი მანქანა, ველოსიპედი და ავტობუსია საჭირო,
60 კაცის გადასაყვანად

ანუ, საზ. ტრანსპორტი ამცირებს საცობის წარმოქმნას, შესაბამისად დანიშნულების ადგილამდე მისვლის დროს,
ასევე დანახარჯებს (თვითონ მძღოლსაც ნაკლების გადახდა მოუწევს და ზოგადად, ქვეყნიდანაც ნაკლები ფული გედინება, ბენზინისთვის),
და რაც მთავარია გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ადამიანი თუ დაავადდა, რა ჭირად უნდა კომფორტი.
ეს არის, ელემენტარული ლოგიკა, რაც საკამათო ვერ იქნება.
რაც შეეხება აკრძალვას, არის მასეთი პრაქტიკა მანქანის ნომრების, თვის რიცხვებთან მიმართებაში შეზღუდვა და ა.შ.
მაგრამ ეგ იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო გადაადგილებისთვის, ალტერნატიულ საშუალებებს სთავაზობს მომხმარებელს.
საქართველოში კი, საზ. ტრანსპორტი არაა გადაადგილების ალტერნატიული საშუალება.
მეტრო სრულად ვერ ფარავს და ავტობუსებზე, კომენტარსაც ვერ გავაკეთებ, ისეთი გაუგებრობაა.
დღეს, კერძო მანქანების გარდა, ქალაქის ტრანსპორტს შეადგენს მხოლოდ ტაქსები, ანუ სამარშრუტო და ისევ და ისევ
კერძო მანქანები. რა გასაკვირია რომ ბარდაგი გვაქვს.
ამიტომ, საჭიროა ისეთი სწრაფი ტრანსპორტის განვითარება, რომელიც გვერდს აუვლის ამ საცობებს.
ასეთია მეტრო, ტრამვაი და მისთანები. ასევე საბაგირო, ნუცუბიძის, ვაშლიჯვრის და მსგავსი რელიეფური დასახლებებისთვის.
ამ შემთხვევაში, ადამიანი თვითონვე იტყვის უაზრს ზედმეტ თავისტკივილსა და ფულის ხარჯვაზე და ისარგებლებს
საზ. ტრანსპორტით.
მაგალითად, დინამოს სტადიონზე რომ თამაშია ხოლმე, ბევრი ხომ მანქანას სახლში ტოვებს და მეტროთი მიდის.
ზუსტად მასე მოხდება, ნორმალური ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში.
სახლმწიფო ვალდებულია ერთი რამის, რომ უზრუნველჰყოს მოქალაქე, დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ქალაქის
ნებისმიერ წერტილში.
მაგრამ არაა ვალდებული, მაინცდამაინც კერძო მანქანით უზრუნველყოს და გზები ამატოს, პანდუსები, ხიდები და თან
ფეხით მოსიარულეებს შეუზღუდოს ზებრები, შუქნიშნები და მითუმეტეს ტროტუარი.
იმის გულისთვის, რომ მძღოლი დიდხანს არ უნდა შეყოვნდეს და კარგად მიაპარკინგოს თავისი ხლამი.
ეს არის სრული ალოგიკურობა და პრიმიტივიზმი.