ძალიან ბევრი პარადოქსული სტერეოტიპია შექმნილი, საქართველოში განსაკუთრებით,
რას დაანგრევდით ჩამოწერეთ თქვენი ვერსიები.
მე ამ სამზე შევჩერდებოდი:
1. ანატომია არ არის სექსი !
სკოლებში ბილოგიის მასწავლებლები რომ ანათებენ შუქნიშნის ფერებში ადამიანის ანატომიის ახსნისას, უნდა განემარტოთ რომ ანატომია სექსი არ არის, და შესაბამისად გასაწითლებელ გასაყვითლებელიც არაფერია მისი ახსნისას.
2. სექსი არ არის გარყვნილება !
მაგრამ თუნდაც სექსის რაობის ახსნა დაგჭირდეს ვინმესთვის, ესეც არ არის კატასტროფა. რადგან სექსი არ არის გარყვნილება, სექსი არის სიცოცხლის წარმოშობის ერთადერთი გზა, ამავე დროს განტვირთვის, სიამოვნების საუკეთესო საშუალება. დედამიწაზე ცოცხალი არსებების მინიმუმ 90 % -ს ქონია სექსი ( ერთუჯრედიან არსებებს თუ არ ჩავთვლით), ასე რომ მოსარიდებელი და სამარცხვინო არაფერია, ეს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ბიოლოგიური მოვლენაა.
3. პორნო არ არის სექსი !
დიახ პორნო სექსი არაა, პორნო მასტურბაციაა. მხოლოდ გენიტალიების სტიმულირება რომ იყოს სექსი არავის დასჭირდებოდა პარტნიორის მოძებნა, სექს სათამაშოებით ადვილად ჩანაცვლდებოდით. რეალურად პორნოშო სამი ადამიანი მასტურბირებს , მესამე ეკრანზე ორი ადამაინის მასტურბაციის ყურებისას.
პ.ს: სექსს მოწყურებული ბიჭები ნუ შეწუხდებით პმ-ით ბიჭი ვარ, ნურც გეები გაისარჯებით არ ვარ დაინტერესებული. მაინც გაფრთხილებული რომ იყო, მეზარება გაუხსნელი მესიჯების შლა.
This post has been edited by Venus_s on 18 May 2015, 18:47