ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრილი ბესიკ ცხადაძის ახლობლის ინფორმაციით, შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბესიკ ცხადაძეს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება და მდგომარეობა კრიტიკულია.
ახლობლის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული დაჭრილის მეუღლეც, რადგან მომხდარის გამო ის ცუდად გახდა.
ამ წუთებში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებასთან შეკრებილი არიან ბესიკ ცხადაძის ოჯახის წევრები, ახლობლები და თანამშრომლები. მათ უმრავლესობას მომხდარზე კომენტარის გაკეთება უჭირს.
თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსის, ბესის ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა ბესიკ ცხადაძემ თვითმკვლელობა სცადა. ცხადაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ცხადაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი იყოს.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...i-meughlec.htmlეს როდის მოხდა, ან რისთვის იკლავდა ტავს?
* * *
ბესიკ ცხადაძე გარდაიცვალა
http://www.ambebi.ge/semtxveva/133276-besi...ardaicvala.html