ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში ადგილობრივი მამუკა ხურცილავა სამმა უცნობმა პირმა სცემა. როგორც დაზარალებულმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, იგი კერძო ობიექტზე დარაჯად მუშაობს და მასთან სრულიად უცხო პირები მივიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მამუკა ხურცილავა ირწმუნება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია და ცემის დროს თავდამსხმელები მის პოლიტიკურ შეხედულებებზე აკეთებდნენ აქცენტს.
"ჩემთვის უცნობი ადამიანები მოვიდნენ და მცემეს. დაზიანებები მაქვს სახისა და მკლავის არეში. მეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკური შეხედულებებისგან თავი შემეკავებინა. მოვითხოვ ობიექტურ გამოძიებას. რამდენიმე დღის წინ შევხვდი პატარა ფოთის ყოფილ გამგებელსა და პოლიციის უფროსს. თავდამსხმელებმა ეს შეხვედრაც შემახსენეს. ასევე დამემუქრნენ, რომ ეს არაფერია, რადგან სახლში ორი ბიჭი გეზრდებაო", - აღნიშნა მამუკა ხურცილავამ.
ამჟამად იგი ხობშია გადაყვანილი, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწევა
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/33...scema.html?ar=Aასე დაბორიალდებით და ბორიალა ერი არავის სჭირდება მეგობრად და პარტნიორად