მიხეილ სააკაშვილი - ვერა ქობალიას სანდომიანმა გარეგნობამ არავინ უნდა მოატყუოს, რადგან მას დიდი კბილებიც აქვსhttp://www.interpressnews.ge/ge/politika/1...lebic-aqvs.htmlპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სანდომიანმა გარეგნობამ არავინ უნდა მოატყუოს, რადგან მას დიდი კბილებიც აქვს.
როგორც სააკაშვილმა დღეს, ბიზნეს დაჯილდოება "მერკური 2011"-ზე განაცხადა, ის თავიდანვე აფრთხილებდა ყველას, რომ არ მოტყუებულიყვნენ ვერა ქობალიას სანდომიანი გარეგნობით და რომ კბილები აქვს იმაზე დიდი, ვიდრე როგორც ზოგიერთები ამტკიცებდნენ, "დელფინს, რომელსაც მან თავი ხახაში ჩაუყო".
პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებით, ვერა ქობალიამ მთელი სამინისტრო გამოაცოცხლა და დაწყებული კარისკაციდან, სამდივნოთი დამთავრებული, ახალი ხალხი მუშაობს და, რაც მთავარია, სამინისტროში საქმიანი განწყობაა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ამას წინათ" გააკრიტიკეს, რადგან სტალინივით არის სააკაშვილი, შეუძლია ღამის სამ საათზე დაურეკოს მინისტრს და ა.შ.
"სინამდვილეში, ჩვენ ვართ ძალიან ჩამორჩენილნი ცხოვრებას, გვაქვს ბევრი რამ ასაწევი და ამოსაქაჩი და ვართ ჯერჯერობით ძალიან ღარიბი ქვეყანა", – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, ბიზნესმა ბევრი სფერო აითვისა, კვლავ რჩება ახალი ასათვისებელი სფეროები. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური მოდელი უნდა იყოს ისეთი, როგორიც სინგაპურის და ისევე უნდა გამოიყენოს საქართველომ მისი გეოგრაფიული მდგომარეობა, როგორც სინგაპური იყენებდა.
მაგრამ, ქვეყნის ასე განვითარება, სააკაშვილის განცხადებით, ეფუძნება მოქალაქეთა თანხმობას, ხანგრძლივ პოლიტიკურ პროცესს და სტაბილურობას. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე კარგ გზებს გააკეთებს და შეძლებს იმას, რაც რიგმა ქვეყნებმა მხოლოდ ევროკავშირში შესვლით შეძლეს.
-------------------------------------------------------------------------
მიხეილ სააკაშვილს თემურ ჭყონია "დინოზავრ ბიზნესმენად" მიაჩნიაhttp://www.interpressnews.ge/ge/politika/1...q-miachnia.htmlსაქარველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბიზნესმენი თემურ ჭყონია "დინოზავრ ბიზნესმენად" მიაჩნია.
თემურ ჭყონიასთან დაკავშირებით სააკაშვილმა დღეს ბიზნეს დაჯილდოება "მერკური 2011"-ზე სიტყვით გამოსვლისას იხუმრა. მისი თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გაიმართა შეხვედრა ბიზნესმენებთან, რათა ისინი დაეწყნარებინათ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და იქიდან ერთადერთი დინოზავრია შემორჩენილი, თემურ ჭყონიას სახით.
"ეს კაცი ყველა მთავრობას შერჩება. აქედან 250 წელიწადში რომელიღაც პლანეტაზე რომ გაიმართოს დაჯილდოება, მასაც აუცილებლად დაესწრება თემურ ჭყონია და თავის სიტყვას იტყვის", – დასძინა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა დღვანდელ გამოსვლაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე, ახალი სფეროების ათვისებაზე, ქვეყნის სერიოზულ პერსპექტივებზე და რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთში კორუფციაა და იქიდან კაპიტალი გარბის, რაც საქართველომ თავისკენ უნდა მიიზიდოს, რადგან აქ კორუფცია არ არის.
ასევე, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთში ჭარბი კაპიტალია და საქართველომ ამ ორივე შემთხვევით უნდა ისარგებლოს. პრეზიდენტის განცხადებითვე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჯერ მხოლოდ შვიდი წელი გავიდა, რაც არ არის საკმარისი მენტალიტეტის ბოლომდე გამოსაცვლელად და დღეს საქართველო "დაუშველად ღარიბია". თუმცა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართელოს შეუძლია განვითარდეს და ეკონომიკური გავითარების ორნიშნა ციფრს დაუბრუნდეს.
" თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან! როდის დგება ეს ბოლო ჟამი? სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს!.." –– ვაჟა ფშაველა