ჩავი ერნანდესი დაიბადა 1980 წლის 25 იანვარს,ესპანეთის ქალაქ ტერასაში.იგი არის 170 სანტიმეტრი და იწონის 69 კილოგრამს.
მან მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა გაატარა ბარსას შემადგენლობაში.იგი 11 წლის იყო,როცა ბარსას ახლაგაზრდულ აკადემიაში La Masia-ში ჩაირიცხა.(
He is Made in La Masia ).1997-1998 წლებში მან პირველად ითამაშა ძირითად გუნდში,რაც უდაოდ ლუი ვან გაალის დამსახურებაცაა,აქვე არ დავივიწყოთ ჟოზე მოურინიოც,რომელიც თარჯიმანი სულაც არ ყოფილა ბარსაში,როგორც დიმიტრი ობოლაძე და ძმანი მისთანი ამბობენ,ის ბარსელონა B-ში მუშაობდა ერთ-ერთ ტრენერად.
აღსანიშნავი ფაქტია,რომ თავის სადებიუტო შეხვედრაში ჩავიმ გოლიც კი გაიტანა,ეს იყო 1998 წლის ზაფხულში მალიორკას წინააღმდეგ ეპანეთის სუპერ თასის გათამაშებაში.ჩავი ძირითად შემადგენლობაში იყო.
1999-2000 წლების სეზონი ჩავისთვის თვალწარმტაცი გამოდგა,ხოსეპ გვარდიოლას ტრავმის გამო მან თითქმის მთელი სეზონი
"4" ნომრად ითამაშა და წარმატებულად ჩაანაცვლა ლეგენდარული კაპიტანი.როცა გვარდიოლამ დატოვა ბარსა,მაშინ ჩავი იქცა ბარსას პლეიმეიკერად და შემადგენლობის უცვლელ და შეუცვლელ წევრად.
ჩავი არ არის მხოლოდ ერთი პოზიციის მოთამაშე,მას შეუძლია თამაში როგორც "აპორნი",ასევე როგორც შემტევი ნახევარმცველი და პლეიმეიკერი.
იგი გახლავთ კატალონიური გუნდის ქომაგთა ნამდვილი კერპი კარლეს პუიოლთან ერთად,მათ შორის ჩემიც.ჩავი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია,ბევრად მირჩევნია ეტოოს და რონალდინიოს.მისი ტრავმა თავზარდამცემი იყო ჩემთვის,როცა გავიგე იგი დარჩენილ სეზონს გამოტოვებდა.ეს არის ფეხბურთელი,რომელიც განსაზღვრავს ამ ფორმატის ბარსელონას სათამაშო სტილს,არის ცენტრალური ფიგურა და დიდად არის დამოკიდებული კატალონური გრანდის თამაში მის თამაშზე.ჩავი არის გუნდის ხერხემალი,რომელზეც აგებულია მთელი ბარსელონა.
ალბათ შეამჩნევდით,რომ ჩავის ტრავმის შემდეგ ბარსა ისე ლამაზად და ეფექტურად ვეღარ თამაშობს შეტევაში,როგორც მანამდე.ჩაცი შეუცვლელი მოთამაშეა და რაიკაარდი მას ვერცერთი ფეხბურთელით სრულად ვერ ჩაანაცვლებდა.ფრენკს ტაქტიკის გადაწყობა მოუხდა და ნახევარდაცვა დატვირთა არცთუ ტექნიკური,მაგრამ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ჩამშლელი ნახევარმცველებით.
ჩავის ძლიერი მხარეები:1. რა თქმა უნდა პასის სიზუსტე.ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში პირველია მაღალი დონის გუნდების პლეიმეიკერებს შორის.მისი სეზონური მაჩვენებლები პასის სიზუსტის მხრივ ტოლია
97-98% საშუალოდ.ამ მონაცემით მან ძალიან დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა პრიმერაში ზინედინ ზიდანი,რიკელმე,აიმარი და სხვები.პასის კულტურა ჩავის აყვანილი აქვს უმაღლეს დონეზე და ამ მაჩვენებლით პირველია ცნობილ მაღალი დონის პლეიმეიკერებს შორის.ჩავის შეუძლია როგორც ზუსტი მოკლე პასების გაკეთება,ასევე ძალიან გრძელი პასების შესრულება და სახიფათო გამჭოლი პასების ზუსტად გაკეთება.იგი ძალიან ეფექტურია ბარსას კომბინაციური თამაშის დროს კედლის გათამაშებაში და თავდამსხმელის გაყვანაში მეკარესეთან პირისპირ.
2. მოედნის ხედვა.ჩავის მიერ მოედნის ხედვა აღტაცებას ნამდვილად იმსახურებს.იგი აკონტროლებს მოედნის მთელ პერიმეტრს.მან ზუსტად იცის,თუ რა დროს უნდა გააკეთოს პასი და ზუსტად იცნობს თანაგუნდელების მომავალ მოქმედებებს მინდორზე.პირადად მე იშვიათად მახსოვს ამა თუ იმ სათამაშო სიტუაციაში ჩავის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილება ან დროზე ადრე ან დაგვიანებით მიღებული გადაწყვეტილება.
3. ტექნიკა.ამ კომპონენტშიც ჩავი ძალიან ძლიერია.ურთულეს ამოცანას წარმოადგენს მასზე ბურთის ართმევა.
4.შორეული დარტყმა.ჩავის აქვს ძალიან ძლიერი შორეული დარტყმა და მას არაერთხელ დაულაშქრავს მეტოქეთა კარი შორი დისტანციიდან.
5. სტანდარტული სიტუაციების შესრულება-იქნება ეს კუთხურიდან მოწოდება,ჯარიმიდან საჯარიმო მოედდანში ჩაწოდება თუ პირდაპირ ჯარიმიდან კარში დარტყმა.ეს ბოლო კომპონენტი ჩავის მაინცდამაინც ძლიერი არ აქვს,თუმცა ეს პირობითია.ბარსაში ყოველთვის იყვნენ საჯარიმო დარტყმების ოსტატები და ჩავისთვის საჭიროება არ იყო ეს მისია თავის თავზე აეღო.პირადად მე იშვიათად მახსოვს ჩავის დარტყმული საჯარიმო,მაგრამ როცა ურტყამდა ან იტანდა,ან ძელს ხვდებოდა ბურთი და ანაც ძალიან მცირე მანძილით სცდებოდა კარს.
6. თავში არ აქვს ავარდნილი,დინჯია,გაწონასწორებული და მისი ერთადერთი საზრუნავი ფეხბურთია და არა რეკლამისგან შემოსული თანხები,ზოგიერთებისგან განსხვავებით.
სუსტი მხარეები:
1. დრიბლინგი.ჩავის დრიბლინგი არც ისე შთამბეჭდავია და დახვეწას მოითხოვს.კი ტექნიკის ხარჯზე შეუძლია დრიბლინგის ელემენტები შემოგვთავაზოს,მაგრამ იგივე რონალდინიოს და ეტოოს დრიბლინგთან ახლოსაც ვერ მივა.
2 სისწრაფე-ჩავი არც ისე სწრაფი ფეხბურთელია,თუმცა მისი სათამაშო პოზიციიდან და სტილიდან გამომდინარე ეს არც ისე მნიშვნელოვანი ხარვეზია.
3. ფიზიკური სიძლიერე-აი ამ კომპონენტშო ჩავი ძალიან მოიკოჭლებს.კი იგი ნაწილობრივ ასრულებს ჩამშლელი ნახევარმცველის ფუნქციასაც და სიზარმაცეში ბრალს ვერავინ დასდებს,თუმცა ერთი ერთზე მას უჭირს "ჭიდაობა" ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებთან.ამაშიც არის გარკვეულწილად პოზიტიური,რადგანაც ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველები არიან ცოტა მოუხეშავები და ისინი ვერასოდეს შეასრულებენ იმ ფუნქციებს,რა ფუნქციებსაც ასრულებს ჩავიერ ერნანდესი.
4. თავით თამაში.ეს არც არის გასაკვირი,ჩავი არც ისე მაღალია და არც ისე ძლიერია ფიზიკურად.მისი პოზიციიდან გამომდინარე ეს ნაკლი არ შეიძლება კატასტროფულად შეფასდეს,რადგანაც იგი აწოდებს ბურთს საჯარიმო მოედანში სტანდარტული სიტუაციებისას და ბურთს არ ელის საჯარიმო მოედანში.
5. სიმულაციის უნარი.ჩემი აზრით ეს დიდი ნაკლია თანამედროვე ფეხბურთელისათვის,თუ სიმულაციის უნარი არ გაგაჩნია,ელემენტარულად დაიჩაგრები.ჩავი კი ძალიან პატიოსანი ფეხბურთელია,ზედმეტად პატიოსანიც კი.
კონკურენტი ევროპულ ბაზარზე:ანდრეა პირლო.ჩავი არის კატალონური კლუბის სული და გული,მისი ცენტრალურინ
"key" ფიგურა.გუნდის სახე და სათამაშო სტილის განმსაზღვრელი.ჩავიმ დაიწყო ფეხბურთის თამაში ბარსაში და იმედია კარიერასაც ბარსაში დაასრულებს.ეს არის ფეხბურთელი,რომლის ანალოგიც მსოფლიო ფეხბურთში იშვიათად თუ მოიპოვება,შეიძლება არც კი მოიპოვება.
მხოლოდ ბარსას ჭეშმარიტმა ქომაგმა იცის,თუ რას ნიშნავს ჩავი ჩვენი გუნდისათვის,ამას მარტო რონალდინიოს ფანები ვერასოდეს გაიგებენ და არც არის საჭირო.
Visca el Xavi,Visca el Barca!!!
This post has been edited by ტანკე on 28 Sep 2007, 01:21