ElGeorgiaყოჩაღ... ყოჩაღ... კარგია თუ გამოცდილებას და ცოდნას ხალხს გავუზიარებთ და თან ცოტაოდენ გასამრჯელოსაც მივიღებთ...
დიდიხანია აქ აღარ დამიპოსტია არაფერი, მაგრამ ხშირად შემოვდივარ და ვათვალიერებ ხოლმე რამე თუა ახალი და სამწუხაროა, რომ
აღარ არის ეს განყოფილება ისეთი აქტიური, როგორიც 5-6 წლის წინად იყო... მახსოვს აქ საკმაოდ ბევრი ნიჭიერი და მცოდნე გრაფიკოსებიც
იყვნენ დამწყებებთან ერთად და უნიჭოებთან ერთად

იყო ბევრი აქტიურობა, სჯა-ბაასი, პოლემიკა, კრიტიკა, გამოცდილების გაზიარება,
ცოტა დაცინვაც, გაქილიკება, მაგრამ ერთმანეთს ვეხმარებოდით, თუნდაც იმ დაცინვით და მწარე კრიტიკით...
აქტიურად ვშრომობდით და ვსწავლობდით... ერთი სული გვქონდა როდის მოვისმენდით ფორუმელების კომენტარებს ჩვენს ახალ ნამუშევრებზე...
მაგრამ ეგ ყველაფერი იყო მაშინ...
მაშინ როცა საქართველოში იდგამდა ფეხს კომპ.გრაფიკა, როცა ეს ყველაფერი ახალი იყო და "უბრალო მოკვდავები" აზრზეც არ
იყვნენ რამდენი ცოდნა, შრომა და გამოცდილება ჭირდებოდა კარგი გრაფიკული ნამუშევრის შექმნას, არ ქონდა მნიშვნელობა ეს იყო
3D, 2D თუ ვიდეო გრაფიკა ან მონტაჟი... ნებისმიერ შემთხვევაში უამრავი დრო და შრომა ჭირდებოდა ამ ყველაფერს... მითუ მეტეს ჩვენი უსუსური კომპიუტერების გამო

და დღეს??
დღეს კომპ.გრაფიკა გახდა ერთი ჩვეულებრივი სფერო, რომელსაც ხელოვნებადაც აღარ თვლიან დღეს საქართველოში ( და არა მარტო საქართველოში)
ეს ყველაფერი უკვე ჩვეულებრივი პროფესიაა, ისეთივე, როგორიც ბუღალტერობა ან იურისტობა (ძალიან ვემტერები მაგათ ორივეს

)
...გაქრა შემოქმედება, გაქრა მუღამი, აღარ არის "საიდუმლო" არაფერი, "საიდუმლოებები", რომელიც გრაფიკოსების სფეროში "ტრიალებდა"...
...ის რაც ყველას არ შეეძლო და მხოლოდ "რჩეულთა" ხვედრი იყო... მათი ვინც ღამეებს ათენებდა ერთი კარგი სარენდერო სცენის პარამეტრების ძიებაში...
მათი, ვინც თმობდა უამრავ "თავისუფალ" დროს, რომელიც შეეძლო მეგობრებთან ერთად გართობაში გაეტარებინა, მაგრამ ამის მაგივრად
ვირტუალურ "მეგობარ-თანამშრომლებთან" ერთად ათენებდა უამრავ ღამეს, რომ მიეღწია საუკეთესო შედეგებისთვის...
კარგი იყო...
ElGeorgiaგისურვებ წარმატებებს და გისურვებ ბევრ "შეგირდს".... იმედია კიდე აინტერესებს ახალგაზრდა თაობებს გრაფიკა და გამოჩნდებიან მისი შესწავლის მსურველები