კომპანიების ბრუნვა 7.4%-ით, პროდუქციის გამოშვება კი, 6.3%-ით გაიზარდაhttp://commersant.ge/index.php?m=5&news_id=19391&cat_id=6,22ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 13 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 6.8 მლრდ. ლარი შეადგინა.
საწარმოთა ბრუნვა ერთ კვარტალში 7.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო მთლიანი გამოშვება კი 6.3%-ით. რაც შეეხება მთლიანი ბრუნვასა და გამოშვებას საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი: ბრუნვა - 82.1%; გამოშვება - 79.3%;
საშუალო ბიზნესი: ბრუნვა - 9.3%; გამოშვება - 11.5%;
მცირე ბიზნესი: ბრუნვა - 8.6%; გამოშვება - 9.2%;
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 10.4 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 6.7 მლრდ. ლარი შეადგინა.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში 444.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი - 55%;
საშუალო ბიზნესი - 40.9%;
მცირე ბიზნესი - 4.1%;
სხვადასხვა ზომის საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 535 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 39.1% ქალია, ხოლო 60.9% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი - 63%;
საშუალო ბიზნესი - 16.6%;
მცირე ბიზნესი - 20.4%;
საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 980.5 ლარი, მათ შორის ქალების - 713.6 ლარი.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი - 1141.8 ლარი;
საშუალო ბიზნესი - 813.3 ლარი;
მცირე ბიზნესი - 570.8 ლარი;
საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვასა და გამოშვებაში შემდეგი სექტორები პრევალირებენ:
„ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების
რემონტი": ბრუნვაში - 51.4%; გამოშვებაში 18.9%;
„დამამუშავებელი მრეწველობა": ბრუნვაში - 13.1%; გამოშვებაში 24.8%;
„ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა": ბრუნვაში - 10.9%; გამოშვებაში 13.9%
„ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა": ბრუნვაში - 5.1%; გამოშვებაში - 8.9%;
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვასა და გამოშვებაში პრევალირებენ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
თბილისი: ბრუნვაში - 73%; გამოშვებაში 64.6%;
ქვემო ქართლი: ბრუნვაში - 6.2%; გამოშვებაში - 8.2%;
აჭარა: ბრუნვაში - 6.1%; გამოშვებაში - 8.1%;
იმერეთი: ბრუნვაში - 4.1%; გამოშვებაში - 4.6%;
სამეგრელო-ზემო სვანეთი: ბრუნვაში - 3.7%; გამოშვებაში - 4.7%.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 3 385 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.7% სამეწარმეო სუბიექტია.
იანვარში ბიზნესსუბიექტების კლება დაფიქსირდა როგორც წინა წლის იმავე თვესთან (12.8%-ით), ისე წინა თვესთან (15.6%-ით) შედარებით.
This post has been edited by kvarkvare on 6 Mar 2015, 17:14