http://pirveliradio.ge/index.php?newsid=47691ავსტრიის პრეზიდენტს და მის მეუღლეს ავსტრიის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საპატრიატრქოში უმასპინძლა. უწმინდესმა და უნეტარესი ილია მეორე ჰაინს ფიშერის ვიზიტს მიესალმა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა.
"ჩვენ მოხარული ვართ, რომ შედგა თქვენი ვიზიტი საქართველოში. დიდად ვაფასებთ თქვენს ისტორიას, კულტურას ვიცნობთ კარგად. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან დარღვეულია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა, ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და იქიდან ვიყავი არჩეული საქართველოს პატრიარქად. ამიტომ ჩემთვის მტკივნეული საკითხია აფხაზეთი და ცხინვალი, ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და ვფიქრობთ, რომ ვიზიტი იქნება დასაწყისი ახალი ურთიერთობისა საქართველოსა და ავსტრიას შორის", - აღნიშნა უწმინდესმა.
ავსტრიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს მისთვის, მისი მეუღლისა და დელეგაციის წევრებისათვის დიდი პატივია.
ავსტრიის პრეზიდენტი საუბრისას დაინტერესდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაზრებით ორ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორ უყურებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლების ევროპულ არჩევანს და როგორ წარმოუდგენია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, კერძოდ რა უნდა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით. ფიშერმა დასძინა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში გულისხმობდა როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობებს.
"საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას. რაც შეეხება ეკლესიებს შორის ურთიერთობას, რთული ურთიერთობაა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის აზრით, რუსეთს არ სჭირდება აფხაზეთი, რუსეთს სჭირდება მშვიდობიანი საქართველო.
დეგენგრათ ვოჯახი თავზე რუსეთუმეებო?
This post has been edited by ცერცვა on 20 May 2015, 20:47