Group: Registered
Posts: 768
Joined: 30-December 14
გიორგი კვირიკაშვილი - წყნეთის აგარაკების ტერიტორიაზე საკურორტო კომპლექსის გაკეთება იგეგმება
08:51 21-05-2015
გიორგი კვირიკაშვილი - წყნეთის აგარაკების ტერიტორიაზე საკურორტო კომპლექსის გაკეთება იგეგმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წყნეთის აგარაკების ტერიტორიაზე საკურორტო კომპლექსის გაკეთება იგეგმება. ამის შესახებ გიორგი კვრიკაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ეს ტერიტორია აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილად და არ უნდა იყოს ერთი ინვესტორის პირადი ქონება. ეს არის მთავარი პირობა, რომ უნდა იყოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და უნდა განთავსდეს დასასვენებელი კომპლექსი. თუმცა, როგორი იქნება და რა ტიპის, ამას ალბათ ინვესტორებთან ერთად განვსაზღვრავთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
წყნეთის სამთავრობო აგარაკები საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა აღნიშნული, ობიექტის ფასი 21 560 000 აშშ დოლარს შეადგენს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...a-igegmeba.html