VIDEO http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...i-simghera.html
როგორ შემეცოდა.......
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
[
რამდენიმე დღის წინ მამუკა ჩარკვიანის ემოციური მიმართვა გავრცელდა, სადაც მუსიკოსი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებდა. როგორც ის იმ წერილში ამბობს, საქართველოში მკვდარი პოეტები და კომპოზიტორები უყვართ, სიცოცხლეში კი მათ არავინ აფასებს.
ცოტა ხნის წინ მომღერალმა რამდენიმე მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ამბობს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში არც ის და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახის წევრების გარდა, არავის გახსენებია. "აბა, მოვმკვდარიყავი, ხომ ატყდებოდა ამბავი. ეს მაღიზიანებს სწორედ. გაიხსენეთ გოდერძი ჩოხელი და კიდევ ბევრი სხვა... მოკლედ, ვთქვი, თან, არაფერი ახალი და მოხვდათ გულზე, ვისაც მოხვდა. ვიმეორებ, არავის არაფერში ვავალდებულებ. არადა, რომ ჰკითხო, ვარსკვლავი ვარ... ერი დეგრადაციისკენ მიდის" - ამბობს ambebi.ge-სთან ინტერვიუში მამუკა ჩარკვიანი