ვიდეო ამ ლინკზე http://benewsbatumi.com/2015/05/22/%E1%83%...83%93%E1%83%90/არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კიდევ ერთი გამოხმაურება. არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება იპოთეკური სესხის მქონე მხოლოდ იმ პირებს დაეხმარება, რომლებიც 2008 წლის ომის პერიოდში დაზარალდნენ.
მისივე ინფორმაციით, აჭარაში ასეთი 70-მდე ოჯახია. ხაბაძე ასევე ამბობს, რომ დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
” ღონისძიებები რომელიც ლიბერთი ბანკთან ერთად იქნა განხორციელებული, მალე მივიყვანთ ამ პროექტს ბოლომდე და დასრულებულად გამოვაცხადებთ, ვიფიქრებთ მხოლოდ იპოთეკით დაზარალებულთა იმ კატეგორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალდნენ და შეექმნათ ეს პრობლემები, დანარჩენებისთვის ჩვენ არც დაპირება მიგვიცია და არც ვაპირებთ დახმარებას”_ განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ .
შეგახსენებთ რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული ოცნების მაშინდელმა ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქობულეთში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს იპოთეკით დაზარალებულებს დახმარება და ვალების სრულად გასტუმრებას დაჰპირდა.
“მე ვიცი ქობულეთლების პირველი პრობლემა, 300_ზე მეტი ოჯახი, რომელსაც ნაციონალები დაჰპირდა რომ ტურიზმი აღზევდებოდა, კრედიტებზე მიუთითა, აიღო ხალხმა კრედიტები და საშინელ დღეში არიან დღეს ჩავარდნილი, ცოტაც დამელოდეთ დასრულებული არ მაქვს მე ეს პროექტი მაგრამ აქტიურად ვმუშაობ, ისე გავაკეთებ არც ბანკები დავაზარალო და თითეულ მოსახლეს დაუტოვოთ სახლ-კარი, ამისთვის მე ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გავაკეთებ”_ ეს ის დაპირებაა, რომელიც 2012 წელს ოქტომბრის არჩევნების დროს ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ქობულეთლებს დაჰპირდა.