ბარესმა და ბარესმალური ჰოროსკოპი არის ასტროლოგიის ე.წ. ავესტური სკოლის მეთოდი და ჩვენთვის „ხელმისაწვდომ“ სივრცეში ეს მეთოდი პ. გლობამ შემოიტანა.
მე არ შემხვედრია რომელიმე სხვა სკოლას, დასავლეთში ან აღმოსავლეთში ეხსენებინოს ეს მეთოდი. თუმცა პრინციპი, რომელსაც ეს მეთოდი ეყრდნობა, რა თქმა უნდა, ცნობილია როგორც დასავლეთში ისე აღმოსავლეთში. კერძოდ, ტრადიციული ასტროლოგია თვლის რომ თითოეული ზოდიაქოს ნიშანი შეიცავ ყველა დანარჩენს, ანუ ერთ ზოდიქოს ნიშანში არის 12 ნიშანი. ამ პრინციპიდა გამომდინარე ერთ ზოდიაქოს ნიშანში 30 : 12 = 2,5 გრადუსიანი არიალი აქვს გამოყოფილი თითოეულ ნიშანს. კონკრეტული სახელმძღვანელო სქემა შეგიძლიათ იხილოთ აი ამ სურათზე:

ალბათ თავადაც ხვდებით რომ ეს იგივეა რაც მე-12 რიგის ჰარმონიკი, რომლის გამოთვლის ფუნციით აღჭურვილია ასტროპოცესორების უმრავლესობა.
მაგალითისათვის ავიღოთ
woman_ ის ნატალური ☉, რომელიც მდებარეობს ♓ -ის 11 გრადუსსა და 22 მინუტში. ზემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით განვსაზღვროთ თუ რომელ ბარესმალურ ზოდიაქოს ნიშანში მოხვდება ნატალური ☉. ამისათვის ცხრილის სულ ზედა ჰორიზონტალზე მოვძებნით ♓ , ჩამოვუყვეთ ქვემოთ და შევარჩიოთ რომელ 2,5 გრადუსიან დიაპაზონში მოვდება ჩვენთვის საინტერესო წერტილი [ანუ 11 გრადუსი და 22 მინუტი რომელიც ტოლია 11,36 გრადუსის]. ესაა დიაპაზონია 10 – 12,5 გრადუსი, რომლის გასწვრივაც მითითებულია - ♋ . რაც იმას ნიშნავს, რომ ☉ ბარესმალურად არის ♋ - ის ნიშანში. ნიშანი გავიგეთ მაგრამ ხდომ გვინდა ზუსტი კოორდინატი დადგენა?! რა თქმა უნდა გვინდა, თორემ ბაერესმალურ ჰოროსკოპს ისე ვერ შევადგენთ.
ზუსტი კოორდინატის დასადგენად ბარესმალური ზოდიაქის განფენილობა - 2,5 გრადუსი უნდა გადავიყვანოთ მინუტებში. როგორც ვიცით 1 გრადუსი = 60 მინუტს. ამიტომ 2,5X60 = 150 მინუტს. ეს არის ა.ვ. ერთი ბარესმალური ზოდიაქოს სიდიდე, ანუ 30 გრადუსის შესატყვისი. შესაბამისად 150:30 = 5 მინუტი არის 1 გრადუსი. ანუ ნატალური ზოდიაქოს 5 მინუტი შეესაბამება ბარესმალურის 1 გრადუსს.
შემდეგ ნატალური მზის კოორდინეტებს უნდა მამოვაკლოთ ჩვენს მიერ ნაპოვნი დიაპზონის [10 – 12,5 ] საწყისი გრადუსი:
11 გრ 22 მნ
10 გრ 00 მნ
-------------------
01 გრ 22 მნ რაც მინუტებში არის 60+22 = 88 მინუტი. ახლა, ვინაიდან 5 მინუტი ჩვენს ანგარიშევბში უდრის 1 ბარესმალურ გრადუსს 88:5 = 17,6 გადუსს.
ანუ ნატალური ☉ -ის კოორდინატებს , ♓ -ის 11 გრადუსსა და 22 მინუტს ბარესმალურ ჰოროსკოპში შეესაბამება ♋ -ის 17,6 გრადუსი. რაც იგივეა 17 გრადუსი და 36 მინუტი. ე.ი.
woman_ პირველი რიგის ბარესმაში არის ♋
აი ასე გადაიანგარიშება, „კონვერტირდება“ ნატალური რუქის ყველა პლანეტა და ასცედანტი ბარესმალურ განზომილებაში. ბარესმალური ასცედანტის დადგენის შემდეგ დანარჩენი სახლები დგინდება მის საფუძველზე - თანაბარი სახლების პრინციპით.
ყველაფერი ეს რაც ჩვენ ახლა აღვწერეთ (და ვიანგარისეთ) არის პ ი რ ვ ე ლ ი რ ი გ ი ს ბ ა რ ე ს მ ა და ამის გაკეთება შესაძლებელი ასტროპროცესორ Z9 გამოყენებითაც .
თუ რა პროცედრები უნდა ჩავატაროთ ამისათვის იხილეთ ქვემოთ დასპოილერებულ სურათებში:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ახლა გავარკვიოთ რისთვის ვიწვალეთ ამდენი, რა სარგებლობა მოაქვს ბარესმალური ჰოროსკოპის გაანგარიშებას.
როგორც ავესტური სკოლა გვიმტკიცებს, პირველი რიგის ბარესმა არის ადამიანის შინაგანი, დაფარული ნატურა, რომელიც არის პასიური და არ ვლინდება თავისით. მისი აქტივაციისთვის გარეგანი სტიმულებია საჭირო. ეს სტიმულები შეიძლება იყოს
1. კრიტიკული, ექსტრემალური სიტუაციები, როცა ადამიანი;
2. სხვა ადამიანი - როცა „სხვა“ ადამიანის ნატალური პლანეტა ემთხვევა ნატივის ბარესმალურ პლანეტას. მაგალითად ჩვენს მიერ განხილულ მაგალითში ბარესმალური ☉ აღმოშჩნდა ♋ -ის 17,6 გრადუსში. ახლა ვივარაუდოთ, რომ
woman_ შეხვდა ადამიანს, რომლის ვთქვათ ნატალური ☿ აქსვს იგივე ♋ -ის 17,6 გრადუსში. ეს ნიშნავს რომ ამ „შენახვედრი ადამიანის“ ერკურიანული გამოვლინებები - ინფორმაციის მიწოდება, ლაპარაკები, მიწერ-მოწერები, ან უბრალოდ ჭორაობა - მოახდენს
woman_ ის ბარესმალური ☉ აქტივაციას, ანუ აღავსებს შემოქმედებითად, გააღვიძებს მასში იმპერატიულოას და ა.შ.
იმედია გასაგებია პრინციპი თუ, როგორ მოქმედებს პირველი რიგის ბარესმა სინასტრიაში. ეს ძალიან საინტერესო და ეფექტური საშუალებაა ადამიანებს შორის ურთიერთობების გამოსაკვლევად.
3. შემთხვევა როცა ნატივის ნატალური პლანეტა ემთხვევა ბარესმალური პლანეტებს. ასეთ შემთხვევაში ადამიანის ესა თუ ის ცხოვრებისეული სიუჟეტები (ნატალური პლანეტები საკუთარ რილებში) თავად ახდენენ მისი დაფარული, გაუცნობიერებელი პროვნული პლასტის აქტივაციას. თუ ნატალურ და ბარესმალურ პლანეტებს შორის დამთხვევბი ბლომადაა ეს შიზოფრენიის საფრთხეზე მიუთითებს.
პირველის გარდა არსებობს აგრეთვე მე-2 და მე-3 რიგის ბარესმები. ითვლება (გლობას სკოლა) რომ მე-2 რიგის ბარესმა, პირველი რიგის ბარესმისაგან განსხვავებით, არის აქტიური, სამშვინველის ამ განზომილების აქტივაცია არ საჭირობს გარეგან სტიმულაციებს. ის ვლინდება თავისით, ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლად, მისი კონტროლი შეუძლებელია. თუ ეს პლასტი ჩაირთო, ადამიანს არაფრის გაკეთება/შეცვლა არ შუძლია.
სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მე-2 რიგის ბარესმა ბაგების, ქურუმების და საერთოდ არაჩვეულებრივი ადამიანების ცხვრებაში იწყებს გაღვიძებას. მან ადამიანი შეიძლება უარესისკენაც სეცვლაოსო.
მე-2 რიგის ბარესმას გასაანგარიშებლად ჯერ ვანგარიშობთ პირველი რიგის ბარესმას და მერე იგივე მეთოდით გადაგვყავს ის ახალ ბარესმაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში პირველი რიგის ბარესმაში ☉ იყო ♋ -ის 17,6 გრადუსში (17 გრ. 36 მნ). ახლა მივუბრინდეთ ჩვენს ზემოთ მოყვანილ ცხრილს და ვნახოთ რომ ♋ -ის 17,6 გრადუსს შეესაბამება დიაპაზონი 17,5 – 20.00 გრადუსი, რაც არის ♒ - ის ზონა.
ახლა ვიანგარიშოთ ზუსტი კოორდინატი:
17გრ 36 მნ
17 გრ 30 მნ
---------------
0 გრ 06 მნ . მინუტებში გადაყვანა ამ შემთხვევაში გაცილებით ადვილია - სულ 6 მინუტი. როგორც გვახსოვს 5 მინური შეესავამება 1 გრადუსს, ამიტომ გვაქვექნება 6:5= 1,2 გრადუსი.
ანუ მე-2 რიგის ბარესმაში ☉ ♋ -ის 17,6 გრადუსიდან გადავიდა ♒ -ის 1,2 გრადუსში.
ასე უნდა ვიანგარიშოთ დანარჩენი წერტილებიც, ოღონდ ხელით, Z9 მაგას ვეღარ იანგარიშებს.
მე-2 რიგის ბარესმას მარტო გლობას სკოლის ასტროპროგრამა Радикс 6 ანგარიშობს.
მოკლედ,
ვისაც გიყვართ გაანგარიშებები და კვლევა-ძიებები - საქმე მოგეცათ, თანაც საინტერესო