რაღაც არ მახსოვს, რომ ეს შედევრი განხილულიყოს ჩვენ ფორუმში, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ გამეხნსა თემა ამ გენიალური ოჯახის შესახებ!

დღემდე თითქმის სამასამდე სერიაა გადაღებული და ძალიან ბევრი სავსებით სამართლიანად მიიჩნევს, რომ სიმფსონებმა სამუდამოდ შეცვალეს მსოფლიო ტელევიზია!
ეს შოუ არსებობის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამხდარა ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი და კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებების ადრესატი.
ეს შოუ თავდაპირველად საკმაოდ გაუგებარი, უცნაური და უცხო ხილი იყო ამერიკის ტელესივრცისთვის, მაგრამ სულ მალე იგი ისტორიაში შევიდა.
სიმფსონები კი ასე შეიქმნა:
"ტრეისი ულმანის შოუ"-სათვის ("ღამის შოუს" ამერიკული ვერსია) საჭირო იყო ანიმირებული ტიხრების შექმნა. შოუს პროდიუსერმა კი ეს მისია მეტ გროენინგს - საკმაოდ ნიჭიერ და ბევრი პოპულარული კომიქსის ავტორს დაავალა.
თავად სიმფსონები გროენინგმა სულ 15 წუთში მოიფიქრა და დახატა, იმ დროს, როდესაც იგი ჯეიმს ლ. ბრუკსის ოფისის მოსაცდელში იცდიდა

და 1987 წლის 19 აპრილს სიმფსონებიც პირველად გამოჩდნენ ტელეეკრანზე, როგორც მოკლე, 30 წამიანი ჩანართი ტრეისი ულმანის შოუში.
ამ ანიმაციას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ტელეკომპანია ფოქსმაც სიმფსონები უკვე ცალკე შოუს სახით გაუშვა 1989 წლის საშობაო ეთერში; ხოლო უკვე 1990 წლის დასაწყისიდან კი სიმფსონები რეგულარული, ყოველკვირეული 30 წუთიანი შოუს სახით მოევლინა მსოფლიოს

სიმფსონების რეიტინგი დღითიდღე მიიწევდა მაღლა და შესაბამისად, დაიწყო ამ ოჯახისა და სპრინგფილდის სხვა მაცხოვრებლების გამოსახულებიანი საქონლის გამოშვებაც

ალბათ, არ დარჩენილა რაიმე ნივთი, რომელიც სიმფსონების ლოგოტიპით მაინც არ გაყიდულიყოს - ჭიქები, პირსახოცები, მაისურები, სამაგიდო თამაშები, საათები, თავსატეხები, პაზლები, რვეულები, ფანქრები, აგრეთვე ზურგჩანთები, რომლებზეც სიმფსონების ოჯახის რომელიმე წევრი იყო გამოსახული და მთელს მსოფლიოს აუწყებდნენ, რომ მისი მფლობელი ამ შოუს გიჟი ფანატი იყო

აგრეთვე გამოვიდა რამოდენიმე ალბომი, რომელთაგან ერთ-ერთ - ”სიმფსონები მღერიან ბლუზს” - პლატინის გახდა. აგრეთვე ამ ალბომებმა დაბადა ორი ვიდეო-ჰიტი - ”ბარტმენი” და ”დიდი, დიდი უსიამოვნებები”. ამ ყველაფრის შემდეგ ეს ოჯახი მუსიკალური ჩარტების სათავეებშიც მოექცა

ეს საქონელი მართლაც უზარმაზარი რაოდენობით იყიდებოდა და 1996 წლისათვის ბაზარზე მხოლოდ ”კუ-ნინძების” საფირმო ნაწარმი უსწრებდა ფოქსის პროდუქციას.
1997 წელს მეტ გროენინგმა დაწერა წიგნი - ”სიმფსონები: ჩვენი საყვარელი ოჯახის სრული ცნობარი”, რომელიც მომენტალურად გახდა ბესტსელერი და რამოდენიმე ქვეყანაში გამოიცა. აგრეთვე დიდი წარმატება ხვდა წილად 1999-2000 წლებში გამოსულ კომპიუტერულ თამაშებსა და CD-წიგნებს სიმფსონების თემაზე

როგორც უკვე ავღნიშნე, სიმფსონებს n რაოდენობის ჯილდოები აქვთ აღებული: Peabody Award, თხუთმეტი Emmy Awards, 33 ემის ნომინაცია, 8 Annie Awards, 3 Genesis Awards, 3 International Monitor Awards и 3 Environmental Media Awards - და ეს კიდევ არ არის სრული სია. აგრეთვე ცალკე ჯილდოები აქვთ მიღებული სერიებს ”სიცოცხლე სიჩქარეში”, ”ჰომერი ლიზასა და მერვე შესწორების წინააღმდეგ”, ”ლიზას ქორწილი” და ”ჰომერო-ფობია” 1990, 1991, 1995 და 1997 წლებში, შესაბამისად.
1997 წელს კი სიმფსონებმა ფლინტსტონების რეკორდი მოხსნეს და ეს შოუ ყველაზე დიდი ქრონიმეტრაჟიანი პროგრამა გახდა ამერიკის ისტორიის პრაიმტაიმში!
1999 წელს ჟურნალმა "Time Magazine" სიმფსონები XX საუკუნის საუკეთესო სატელევიზიო შოუდ აღიარა და სავსებით სამართლიანადაც - ამ სერიალმა სრულიად შეცვალა ჩვენი და ტელევიზიების ხედვა ანიმაციასა და კომედიასთან მიმართებაში.
სიმფსონები რაღაც ახალი სტანდარტის დასაწყისი გახდა თანამედროვე ტელევიზიაში. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რომ არა სიმფსონები, არ იარსებებდა არც South Park-ი და არც Family Guy!
ბევრი კი თვლის, რომ სიმფსონების გარეშე ფოქსი ვერ იარსებებდა დღემდეო

ამ დროს კი სერიალი კვლავ განაგრძობს არსებობას და ჩვენს გამხიარულებას, ამ ყვითელსახიანი ოჯახის მომავალი არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი, როგორც ეხლაა

ვინ თქვა, რომ ყველაფერს აქვს დასასრულიო?