ხო
ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ექსტრადირებაზე მოთხოვნა გაგზავნილია
11:48 29-04-2015
ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ექსტრადირებაზე მოთხოვნა გაგზავნილია მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის პროკურატურაში გაგზავნილია მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების შესახებ, თუმცა ქართულ მხარეს პასუხი ჯერ არ მიუღია.
შოთაძის თქმით, "როგორც ჩანს, შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა". "საქართველოს პროკურატურის მიერ აზერბაიჯანის პროკურატურაში გაგზავნილია მოთხოვნა ექსპრეზიდენტის დაკავების და ექსტრადირების შესახებ, რისი საფუძველიც არის აზერბაიჯანსა და საქართველოს პროკურატურას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. თუმცა ჯერჯერობით, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურიდან პასუხი არ მიგვიღია. კონკრეტული ვადა პასუხთან დაკავშირებით განსაზღვრული არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა",- აღნიშნა შოთაძემ.
შოთაძის განცხადებით, მიუხედავად ამისა, თქმა, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს უარი ან თანხმობა უთხრა ბრალდებულის ექსტრადირებაზე, შესაბამისი ოფიციალური წერილის მიღებამდე არ შეუძლია.
სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში ექსპრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. მისი თქმით, ბაქოში უკრაინის ოფიციალური პირის სტატუსითაც იმყოფება.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...nilia.html?ar=A * * *
ცერცვა