სავალუტო ბაზარზე მანიპულირებისთვის ბანკები 5,7 მილიარდით დაჯარიმდნენ
მსოფლიოს 5 უმსხვილესი ბანკი სავალუტო ბაზარზე მანიპულირებისთვის 5,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს. BBC-ის ინფორმაციით, JPMorgan-მა, Citigroup-მა, Barclays-მა და RBS-მა დანაშაული აღიარეს. UBS-ი კი თავს უდანაშაულოდ თვლის, მას ბრალად საპროცენტო განაკვეთების გაყალბება ედება. ყველაზე დიდი ჯარიმის გადახდა Barclays-ს დაევალა, ბანკს 2,4 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. ბანკმა ნოემბერში საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
როგორც ცნობილი გახდა, 2007 წლიდან მოყოლებული ყოველდღე, აღნიშნული ბანკები კერძო ელექტრონული ჩატის გამოყენებით, ტრეიდერების მეშვეობით კურსზე ხელოვნურ მანიპულირებას ახდენდნენ.
„მათმა ქვედებამ ზიანი მიაყენა მსოფლიოს უამრავ ფინანსურ ინსტიტუტს, ინვესტორსა და მომხმარებელს“ , – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა.
ბანკები საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით, ერთმანეთთან სხვადასხვა გარიგებებს დებდნენ. Citigroup, JP Morgan, Barclays და Royal Bank of Scotland-ი კოდირებული ენის გამოყენებით, 2007 წლის დეკემბრიდან, 2013 წლის იანვრის ჩათვლით, ამერიკული დოლარისა და ევროპული ევროს კურსის დადგენაში მანიპულირებაში არიან დადანაშაულებულები.
Barclays-ის თანამშრომლები სავალუტო ბაზარზე გაყალბებისთვის დაჯარიმდნენ.
ლინკ -http://newsport.ge/270760-savaluto-bazarze-manipulirebistvis-bankebi-57-miliardit-dajarimdnen
დასავლეთში ხო ხდება , სადაც ყველაფერი კონტროლდება ბევრად მკაცრად. ჩვენთან წარმოიდგინეთ რა ხდება, მგონი დროა ქართულ ბანკებსაც მიეხედოს.....
რეზონანსის" ინფორმაციით, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში კომერციულმა ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს, შესაბამისად, ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ პროცესებზე გავლენა მთავრობის წევრთა ბოლოდროინდელმა მწვავე განცხადებებმა მოახდინა. შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კომერციული ბანკები გაზრდილ ტრანზაქციებში დაადანაშაულა, რაც ქვეყანაში, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, დოლარის ხელოვნურ დეფიციტს ქმნიდა.
კახა კალაძეც სწორად ფიქრობდა თურმე და არ ცდებოდა....
ლინკი -
http://www.resonancedaily.com/index.php?id...3&id_artc=24842