http://pirveliradio.ge/?newsid=4779011 ტონა 5 თვეში - კახეთის გუბერნატორის საწვავის ხარჯები
თელავის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლოზ ვარდოშვილი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გაწულ ხარჯებს ასაჯაროებს. როგორც ვარდოშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბრისას განაცხადა, კახეთის გუბერნიამ 5 თვის განმავლობაში 11. 2 ტონა საწვავი დახარჯა, რომლის საერთო ღირებულებამ 17 439 ლარი შეადგინა. მისი თქმით, გაურკვეველია რაში დასჭირდა სამხარეო ადმინისტრაციას აღნიშნული რაოდენობის საწვავი, მაშინ როდესაც 2014 წელს, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 6 ტონა საწვავი დაიხარჯა.
"კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გასულ 2014 წელს საწვავისათვის დახარჯა 11781 ლარი და ჯამში შეიძინა 6.2 ტონა საწვავი, ეს იყო 2014 წლის 12 თვის საჭიროებისთვის დახარჯული თანხა. ახლა კი 2015 წელს 1 იანვრიდან დღემდე ანუ არც კი გასულა 5 თვე დაიხარჯა 11. 2 ტონა საწვავი, რაც არის თანხებში 17 439 ლარი . თუ შევადარებთ 2015 და 2014 წლის საწვავის ფასებს , გამოდის რომ წელს უფრო ნაკლები უნდა დაეხარჯა რადგან საწვავის ფასმა იკლო. რა ვიცი ქამრების შემოჭერა ვის როგორ ესმის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯის შემცირება.
არ ვიცი რაზე მოიჭირეს მაგათ ქამრები, მაგრამ წარმომადგენლობითი ხარჯისთვის ნამდვილად არ შემოუჭერიათ. რატომ გაიზარდა ხარჯი -ამ კითხვაზე მათ უნდა ჰქონდეთ პასუხები. მე ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი, მითუმეტეს როდესაც გაცხადდა ოფიციალურად გუბერნატორის, ასევე პრემიერ-მინისტრი მხრიდან , რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე წარმომადგენლობითი ხარჯი უნდა შეემცირებინათ.
განსხვავება რაოდენობასა და დროში საკმაოდ დიდია, ასევე ხარჯში, ამიტომ არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე საჭიროა პასუხები," - განაცხადა ნიკოლოზ ვარდოშვილმა.
--------------------------------
აი ძმაო, ამას ქვია თავზე გადა****ა
This post has been edited by SIDCFC on 21 May 2015, 15:46