იმედზე თქვეს ამ პატივცემულმა ნაცებმა გოკა გაბაშვილმა,გიორგი მელაძემ,ზურაბ ჯაფარიძემ,პარტია დატოვესო,რატიანზეც ითქვა მარა ტყუილიაო თვითონ სერგომ უარყო,დანარჩენებს ვერ უკავშირდებიანო,ფორუმელო მიშისტებო რა ხდება ჩვენს თავს,პარტია არ ჩამოგვეშალოს მეშინია
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...as-uaryofs.htmlაუუ პავლე კუბლაშვილმა და გოგო ხაჩიძემაც გასქურესო

"ნაცონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მან რამდენიმე თანაპარტიელის პარტიიდან წასვლის თაობაზე არაფერი იცის.
როგორც ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" შეხვედრა გაიმართება და განცხადებაც ამის შემდეგ გაკეთდება.
"ერთადერთი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პარლამენტში მოსვლამდე სერგო რატიანი პარტიის ოფისში დავტოვე", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ მაჭავარიანმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერგო რატიანმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ, პავლე კუბლაშვილმა და გოგა ხაჩიძემ პარტია დატოვეს, თუმცა, თავად სერგო რატიანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ტყუილია. ლექციაზე შევედი და სანამ გამოვედი, თუ რამე ხდება ჩემს თავს, არ ვიცი. არ ვიცი რა გახდა ამ ჭორის საფუძველი", - განუცხადა რატიანმა "ინტერპრესნიუსს".
ინფორმაციის გადამოწმება "ინტერპრესნიუსმა" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურშიც სცადა. პარტიაში აცხადებენ, რომ "ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ".
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი მელაძეს, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...gakethdeba.html This post has been edited by lasa on 25 May 2015, 17:46