კი კაცო და რაზეა ბაზარი,დღესვე თუ გინდა.პარლამენტიც მანდვე,მაგრამ ქუთაისლებს უნდათ ეს ყველაფერი?
ნარმანია: ვინც მირზა შაფის პროექტს აკრიტიკებს, კონცეფციას სიღრმისეულად არ იცნობს
შერჩევის პროცესი შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით მიმდინარეობდა და ყველაზე საუკეთესო პროექტი შევარჩიეთ, - ასე გამოეხმაურა თბლისის მერი დავით ნარმანია მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტს.
მისი თქმით, ვინც ამ პროექტს აკრიტიკებს, სიღრმისეულად არ იცნობს კონცეფციას, რადგან კონკურსის გამარჯვებული მხოლოდ გუშინ გამოვლინდა.
„ვფიქრობ, რომ ეს არის აქცია აქციისთვის“, - განაცხადა მერმა.
მისი თქმით, ბოლო 7 წლის განმავლობაში ინვესტორმა კომპანიამ ვერ მიაღწია, რომ პროექტი დამტკიცებულიყო და დაეწყოთ მშენებლობა. ეს მხოლოდ დედაქალაქში მათ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოხერხდა.
„ჩვენ, როგორც კი მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში, ყველაზე ცივილიზებური გზით წავედით, გამოვაცხადეთ კონკურსი, სადაც დაინტერესებულმა არქიტექტურულმა კომპანიებმა და შესაბამისმა სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა. შემდგომ პროცესი მიმდინარეობდა შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით და შეირჩა ყველაზე საუკეთესო პროექტი. გუშინ დასრულდა შერჩევის პროეცესი და გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი არქიტექტორების ჯგუფის, რომლებმაც მოამზადეს ყველაზე საუკეთესო კონცეფცია. ჩვენ გარკვეული რეკომენდაციები მივეცით და პროექტის კონფეფცია კიდევ დასახვეწია, თუმცა საკმაოდ კარგი პროექტები იყო წარმოდგენილი და მათგან საუკეთესო შევარჩიეთ“, - განაცხადა ნარმანიამ.
„ტფილისის ჰამქრისთვის“ მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი მიუღებელია, რადგან მისი განხორციელება აბანოთუბანში ისტორიულ განაშენიანებას და უბნის იერს დაარღვევს. ამის შესახებ „ლიბერალს“ „ტფილისის ჰამქრის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ამაშუკელი ესაუბრა.
„ინვესტორმა გაანადგურა ამ ქუჩაზე არსებული განაშენიანება, მოჭრა კლდე, სრულიად უკანონოდ, რადგან ეს არის ისტორიული ზონის მკაცრი დაცვის არეალი. მანვე დაანგრია ძეგლი, რომელზეც პასუხი არ მოსთხოვა სახელმწიფომ. საკმაოდ ბევრი დარღვევა ჰქონდა მას აქამდე და ახლა კიდევ უფრო მეტ დარღვევაზე მიდის, ცდილობს, ისტორიულ ზონაში 14-სართულიანი კორპუსი ააშენოს, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის ყველა პრინციპს,“ - ამბობს თამარ ამაშუკელი.
საკრებულოს წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერია სერიოზულ საპროტესტო ტალღას მიიღებს, თუ არ გააუქმებს კონკურსის შედეგებს.
„მე მქონდა კონსულტაცია არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ყველას განწყობა ერთმნიშვნელოვანია - ეს პროექტი მიუღებელია. ყველა საპროტესტოდ არის დარაზმული.” - ამბობს ელისაშვილი.
http://www.liberali.ge/ge/liberali/news/125639/აბა შეხედეთ ამას და წადი რა კაცო ზუგდიდში ააშენე ეს ყველაფერი? გაქანებულ სოფლელს თბილისის მერად რომ აირჩევთ ესე იქნება.იასც გასაგებია,რომ კუკლაა და სხვის მოთხოვნებს ასრულებს.
This post has been edited by lasha1997 on 23 May 2015, 07:10