#44680742 · 23 May 2015, 20:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან დიდი ხანია აქ პოლიტიკასთან დაკავშირებული თემა არ გამიხსნია, მაგრამ ახლა უნდა გავხსნა:
სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში დამკვიდრდა ერთგვარი გამართლების ხერხი რომელიც სხვისი ცუდით შენს გამართლებას ცდილობ, რაც შეიძლება ჟღერდეს დაახლოებით ასე: "აბა ის სჯობდა, მის დროს იყო უკეთესი?!" ან "აბა ის გინდა იყოს მმართველი?!" ან კიდევ უფრო უარესი "აგერ შეხედეთ იმათაც რამხელა დანაშაულები აქვთ ჩადენილი" და ასე შემდეგ. ეს საბოლოო ჯამში მივგვიყვანს არა იმაზე ვინ არის უკეთესი, არამედ მუდმივად დაგვაყენებს ჰიპოთეტური არჩევნის წინაშე ცუდსა და უარესს შორის, რაც პროგრესის ნაცვლად რეგრესისაკენ წარგვიძღვება.
მარტივად, რომ ვთქვათ ყოველი სიახლე არის ახალი შესაძლებლობა და მთავრობებს ხალხი ცვლის იმიტომ, რომ ისინი სჯობდნენ წინამორბედს. წინამორბედისა თუ პოტენციური შემცვლელის ცუდი არანაირად არ ამართლებს ხელისუფლებაში მყოფ ძალებს და მათ უნდა ახსოვდეთ ერთი რამ: ისინი სწორედ იმიტომ აირჩიეს, რომ სჯობდნენ თავიანთ წინამორბედებს და არა იმიტომ რომ შეედარონ მათ ცუდში და სხვისი ცუდით შეეცადონ თავიანთი ცუდის გამართლება.
პატივისცემით, ფრონტ ნეიშენალი
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|