#44710159 · 26 May 2015, 21:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძირითადად, ამ საგნის მიზანია ის, რომ მოსწავლე გახდეს საზოგადოების სოციალურად აქტიური წევრი და გაითავისოს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ისწავლება კონსტიტუცია, ადამიანის ძირითადი უფლებები და ვალდებულებები, სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპები და სხვა ასეთი საკითხები. იდეაში, ამ ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს მათთვის გასაგებ და მისაწვდომ ენაზე, ხალისით, თამაშებით და საინტერესო დავალებებით, თუმცა, როგორც ვიცი, რეალურად ხშირად ასე არ არის და მოსწავლეებს ეზარებათ ამ საგნის სწავლა. სამწუხაროდ..
|