"საერთაშორისო ბაზარზე ბუნებრივი აირი ისე იაფდება, რომ 35%-ით გაუფასურებული ლარის კომპენსირებასაც კი ახდენს. "
" გაზის ფასი ნავთობის ფასზეა მიბმული. მართალია, მისი ფასი ყოველდღიურად ბირჟებზე არ დგინდება, მაგრამ ნავთობის მნიშვნელოვნად გაიაფების ტენდენციის პარალელურად ბუნებრივი აირის ღირებულებაც იკლებს."
"არადა, მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ბუნებრივი აირის გაძვირების გამოისობით სახელმწიფო ლარის დევალვაციით გაზრდილი საფასურის სუბსიდირებას ახდენს."
"გაზაფხულზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2015 წლის 1-ელ მაისამდე კომერციული ტარიფის შესანარჩუნებლად ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო."
"მოგვიანებით ისევ დადასტურდა, რომ სახელმწიფო გაზის გაზრდილი საფასურის სუბსიდირებას აგრძელებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპისთვისაც კი გაზის ფასი თითქმის 30%-ით შემცირდება."
"რუსეთში 2016 წლიდან გაზის გაიაფებაზე განცხადებები უკვე გაკეთდა. რუსული “კომერსანტის” ცნობით, 2016-18 წლებში “გაზპრომის” ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასი 1000 კბ/მ-ზე 162-194 დოლარამდე შემცირდება."
"პარალელურად რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთი სომხეთს 1000 კბ/მ ბუნებრივ აირს 25 დოლარით ნაკლებად, 165 დოლარად მიაწვდის.
საქართველოში გაზის წლიური მოხმარება 1,8-2 მლრდ კუბურ მეტრ შეადგენს და ქვეყანაში იგი ოთხი სხვადასხვა წყაროდან შემოდის. მათ შორის ორი წყარო “შაჰ დენიზს” უკავშირდება და ის ლიმიტირებულია – დაახლოებით, 250 მლნ კბ/მ გაზი არის 55-დოლარიანი, 500 მლნ კბ/მ – 64-დოლარიანი. იმავდროულად ქვეყანა იღებს გაზს რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის 10%-ს – 150 მლნ კბ/მ გაზი (ფასი – 110 დოლარი).
დარჩენილ 900 მლნ კბ/მ შემოდის აზერბაიჯანიდან, ორი სხვადასხვა კონტრაქტით. პირველი არის ე.წ. სოციალური გაზი, რომლის მოცულობა დაახლოებით 500 მლნ კბ/მ და მისი ფასი 189 დოლარს შეადგენს, დარჩენილ 400 მლნ კბ/მ აირს კომერციული ფასი ადევს – 240 დოლარი."
სრულად აქ:
http://energynews.ge/gazi-saqartvelos-garda-yvelgan-iafdeba/
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”