ჩემი აზრი რომ სრულყოფილად ჩამოვაყალიბო, დავიწყებ ზოგადად თეიზმზე. ადამიანებმა ძველი დროიდანვე დაიწყეს კერპების და ფიგურების გამოყვანა, პერსონაჟების რომლებიც წესით არავის უნახავს, სხვადასხვა ხალხი განსხვავებულად სცემდა თაყვანს. აქ მებადება კითხვა, იქნებ ეს პერსონაჟები(ეწ ღმერთები) კონკრეტული არსებები არ არიან? მაგალითად ავიღოთ ბერძნული მითოლოგია, სადაც ბევრი ღმერთებია. ათენა, ცოდნის ქალღმერთი, ხომ შეიძლება რო ის უბრალოდ ადამიანის ეკვივალენტური მცნება იყოს და არა კონკრეტულად გასხივოსნებული ღვთიური სხეული? თაობების ცვლა იწვევს ინფორმაციის დაკარგვას, ხომ შეიძლება რომ მთლიანად მცნება არასწორად გაიგო ბევრმა ადამიანმა დღესდღეობით, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ის რაც წესით მეტაფორად იყო ჩაფიქრებული.
გავბედავ და მივადგები ქრისტიანობასაც. ჩემი მოკრძალებული აზრით ბევრს არასწორად ესმის ღმერთის მცნება საერთოდ რას ნიშნავს, ეს არის რომანტიზირებული იდეა ემპათიის, ერთმანეთის გაგების(აკა სიყვარულის) და თანადგომის გაერთიანება, ხატმწერებმა კი ეს მცნებები უბრალოდ ჩვენთვის გასაგებ ხილულ ვერსიად წარმოაჩინეს, ადამიანად, ღმერთი- როგორც სიყვარული(კლიშე სიტყვაა

), ემპათია და ა.შ.. ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები იმიტომ ვართ, რომ ყველანი სიყვარულისგან წარმოვიშვით, ნუ იდეაში ეგრეა. ღმერთის საწინააღმდეგოა ეშმაკი, იგი თვითნებობას და ასე რო ვთქვათ "selfishness"-ს გამოხატავს, ღმერთის მთავარი იდეა ხომ ისაა, რომ სხვა ადამიანები ჩვენს წინ უნდა დავაყენოთ. ძირითადად თავიდან სიყვარულია ხოლო შემდეგ იქცევა ბოროტებად, ამიტომ არის ეშმაკი დაცემული ანგელოზი.
მგონი ბევრი ვიბოდიალე, არ ვიცი რამდენად სწორია ჩემი შეხედულება, იმედია ჯოჯოხეთში არ მოვხვდები ამის გამო, ან ათეისტები არ განმანათლებთ(ალბათ იმიტომ რომ ბევრმა ათეისტმა ჩემზე მეტი რამე იცის რელიგიაზე). აქამდე მარტო ის დავასკვენი, რომ რელიგია ფილოსოფიის ერთერთი განხრაა და ალბათ არანაირი კავშირი არ აქვს კრეაციონიზმთან და სხვა სამეცნიერო თეორიებთან, თუ როგორც დაარქმევთ.
მეიბი აიმ რაით? მეიბი ნოთ? არ ვიცი, მარტო ის ვიცი რო ღმერთი ცაში კი არა ჩვენშია.
პ.ს. ბევრი ვეცადე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად შეურაცხმყოფელი ყოფილიყო ჩემი აზრის გამოხატვის მცდელობა, თუ რამე არასწორად დავწერე ბანს ნუ მტკუცავთ
This post has been edited by ვუნდერკინდი on 16 Jun 2015, 03:50