ათენიდან საქართველოში დღეს ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვა
09:07 26-05-2015
ათენიდან საქართველოში დღეს ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვა თბილისის აეროპორტიდან ათენის მიმართულებით გუშინ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაცია ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად გაემგზავრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, დელეგაციშია შევიდნენ: სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე და სხვები.
მათივე ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ათენში "პანათენაიკოსის" სტადიონზე გაიმართება ცეცხლის ანთებისა და გადმოცემის ცერემონია, რომლის პირდაპირი ტრანსლირება ქართული ტელევიზიების მეშვეობით თბილისის დროით 13.30 საათზე გაიმართება.
როგორც კომიტეტში აცხადებენ, "თბილისი 2015"-ის ოფიციალური გადამყვანის - კომპანია "აირზენას" ჩარტერული რეისით ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ჩამოვა. საზეიმო დახვედრა ბათუმის აეროპორტში 20.00 საათზე გაიმართება, ხოლო შემდეგ პიაცას მოედანზე ეს ისტორიული მოვლენა გრანდიოზული კონცერტით აღინიშნება.
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიური ჩირაღდანი მოივლის მთელ საქართველოს, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტები. 14 ივლისს ოლიმპიური თამაშების სიმბოლო თბილისში შემოვა.
"თბილისი2015"-ის ჩირაღდნის ოფიციალური წარმდგენია გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ჯინო ფერედაისი".
მუშაობს ოცნება
ჩემნთანაც გამოივლიან და ფოტო უნდა გადავიღო ოლიმპიური ცეცხლთან