#44701558 · 25 May 2015, 22:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი გუშინ კიდე მოკლა ქმარმა ცოლი..
რისი ბრალია ეს? ადრე არ იყო ასე. რაც ეს უვარგისი სერიალები შემოვიდა თითქოს მის მერე უფრო გახშირდა ქალებზე ძალადობა..
მე ერთხელ შევესწარი რაღაც სერიალი გადიოდა, ერთმა ქმარმა კარგად ცემა და მერე სადღაც გამოკეტა ცოლი ჭკუის სასწავლად..
იქნებდა ეს დამპალი სერიალები ახდენენ ცუდ ზემოქმედებას?
იქნებ ქართველი კაცუნები უცებ დიდ გულზე მოდიან და ვერ იტანენ ქართველი ქალის განსხვავებულობას თურქი ქალებისგან და მერე ხდება ტრაგედია?
არდაიწყოთ ახლა რატოუყურებენო, რაიონებში და სოფლებში უხარისხო ქართული არხების გარდა არაფერი აქვთ..
ხალხი ისიედაც დასტრესილ-დანევროზებულია, იმ სერიალებში კი რამდენჯერაც მე შევესწარი სულ ზიზღის, ჩხუბის, ტკივილის სცენები აქვთ
ყველაზე უხარისხო და იაფასიან თურქულ და ინდურ სერიალებს ტენიან საზოგადოებას.
რა უნდა ქნას სახელმწიფომ?
|