ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ხუთი ლიდერი ტოვებს. მას შემდეგ რაც პარტია: ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დატოვეს, გავრცელდა ინფორმაცია რომ, ამ დღეებში ოპოზიციის რიგებს კიდევ ხუთი ადამიანი: დავით ბაქრაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ვაშაძე, სერგო რატიანი და მარიამ საჯაიაც დატოვებენ და უკვე წასულ ოთხეულს შეუერთდებიან.
ინფორმაცია “მარშალპრესს” ექსკლუზიურად “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ლიდერმა, ნიკოლოზ მემანიშვილმა მოაწოდა.
მემანიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” სახეების პარტიიდან წამოსვლის მიზეზები: მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიასთან დაპირისპირება და დადებითი იმიჯის შენარჩუნების მცდელობაა.
“ეს ადამიანები ცდილობენ პოლიტიკურად არ დასამარდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს გამიჯვნა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა.
მემანიშვილის განცხადებით როდესაც, ეს ხუთი ადამიანიც დატოვებს ნაციონალურ მოძრაობას და შეუერთდებიან ჯაფარიძე-ხაჩიძე,კუბლაშვილ-მელაძეს ოთხეულს მივიღებთ ცხრა პარლამენტარისგან შექმნილ ახალ პარტიას, რომელსაც კანონმდებლობიდან გამომდინარე საშუალება ექნება პარლამენტში საკუთარი ფრაქციაც ჰქონდეთ”
http://marshalpress.ge/?p=5053
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo