სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" განცხადებით, გუშინ, კახეთში არ ყოფილა შემთხვევა, რომ აგრეგატი არ ჩაირთო ან არ გაისროლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "დელტას" საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა თამარ გვარიშვილმა განუცხადა, რომ არა აგრეგატების მუშაობა, კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი ძალიან დიდი იქნებოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ სატესტო რეჟიმში ვმუშაობდით, აგრეგატი სრულად ჩაირთო. არსად არ ყოფილა შემთხვევა, რომ აგრეგატი არ ჩაირთო ან არ გაისროლა. კურდღელაურში მცირე დაგვიანებით მოხდა აპარატის ჩართვა, რადგან მაგ დროს კახეთის თავზე იყო სამოქალაქო ფრენები. უბრალოდ, ამ დროს ვერ გავისროდით. ძალიან დიდი ზარალი იყო აცილებული. რომ არ ჩართულიყო აპარატები, იმხელა ღრუბელზე იყო საუბარი, რომ ნათესებსა და ვენახებს მიწასთან გაასწორებდა", - აღნიშნა გვარიშვილმა.
მისივე თქმით, გეგმაში არის სულ 84 აპარატის დამონტაჟება.
"ამ დროისთვის ყველა არ არის დამონტაჟებული. სადაც არ იყო ჩართული, იქ მობილური სეტყვის საწინააღმდეგო აპარატი ისროდა, რომელიც მაგრდება მანქანებსა და დიდგორებზე", - აღნიშნა გვარიშვილმა.
მისივე თქმით, სიღნაღის რაიონის სოფლებში ზარალი გამოიწვია ძირითადად ქარმა და არა სეტყვამ.
"რამდენადაც ვიცი სეტყვა იყო ამ სოფლებში, თუმცა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიყენებული ზიანი ძირითადად არის გამოწვეული ქარისგან. ღრუბელი დავშალეთ და იქ არ ყოფილა ღრუბელი. მოვიდა იმის დაახლოებით 10%, რა ოდენობის სეტყვაც უნდა ყოიფლიყო", - აღნიშნავენ "დელტაში".
"დელტამ" განცხადება გუშინაც გაავრცელა, რომელსაც "ინტერპესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, 28 მაისს, 15:20 სთ-ზე, სსსტც "დელტა"-ში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში სწრაფი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სეტყვის ღრუბლები დააფიქსირა. სეტყვასაშიში ღრუბლების დამუშავება გასროლებით მოხდა პირველივე შესაძლებლობისთანავე. არსებული წესების მიხედვით, გასროლამდე "დელტამ" სპეციალური ნებართვა მოითხოვა "საჰაერონავიგაციისგან", თუმცა, იმ მომენტისთვის, საჰაერო სივრცეში სამგზავრო თვითმფრინავების არსებობის გამო, სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სროლების ნებართვა გაიცა 20 წუთის შემდეგ, 15:40 საათზე. სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლით თელავის თავზე დაიშალა 30 მმ-იანი სეტყვის მარცვლების შემცველი ღრუბლები. ასევე დიდი რაოდენობით სეტყვასაშიში ღრუბლები დამუშავდა რაკეტების მომდევნო გასროლის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ "დელტასგან" დამოუკიდებელი, მაგრამ ობიექტური შეზღუდვების გამო, სროლები მოგვიანებით განხორციელდა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კურდღელაური მაინც დაისეტყვა, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებამ მაქსიმალურად შეამცირა სოფელში სტიქიის ხანგრძლივობა, მოსალოდნელ სეტყვას აარიდა მეზობლად მდებარე სოფლებიც და შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეამცირა სეტყვის შედეგად მოსალოდნელი ზარალი.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისი სამსახურები აგრძელებს მუშაობას 24 საათიან რეჟიმში", -აცხადებენ კომპანიაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...i-chairtho.html * * *
ირაკლი შიოლაშვილი - რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო რადარები, გუშინ რეგიონში გაცილებით დიდი სტიქია იქნებოდა, ვიდრე 2012 წელს
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო რადარები, გუშინ რეგიონში გაცილებით დიდი სტიქია იქნებოდა, ვიდრე 2012 წელს მოხდა. მისი თქმით, ამ რადარების გამოყენების შედეგად ქვეყანამ თავიდან აიცილა რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი.
"სეტყვის საწინააღმდეგო რადარები რომ არა, სტიქიის მასშტაბი გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე იყო 2012 წელს. თუ 2012 წელს სტიქია მხოლოდ თელავის რაიონს შეეხო, წელს დიდი საფრთხე ემუქრებოდა თელავის, გურჯაანის, საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებს. "დელტას" მიერ გასროლილმა რაკეტებმა უზრუნველყო, რომ დაზიანებების მასშტაბი არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იქნებოდა რაკეტების გასროლის გარეშე",-აღნიშნა შიოლაშვილმა.
მისივე თქმით, უკვე დაათვალიერა თელავის მუნიციპალიტეტში არსებული სახნავ-სათესები, ვენახები და დაზიანებები არის დაახლოებით 25%-იდან 60%-მდე, მაშინ როცა თუ რაკეტები არ იქნებოდა გამოყენებული, მწვანე მასა ფაქტობრივად აღარ იქნებოდა.
"ასევე არის საგარეჯოს ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სოფელში მოვიდა სეტყვა. სეტყვა რაკეტების გასროლის შედეგად იმდენად წვრილი იყო, რომ დაზიანებები თითქმის არ არის. სიღნაღს დაემთხვა ქარიც და ტერიტორიები დააზიანა ძირითადად ქარმა და - არა სეტყვამ. ეს ძირითადად ეხება ხორბლის და ქერის მოსავალს. ამ წუთებში მივემგზავრები სიღნაღში, სადაც დავათვალიერებ ყველა ტერიტორიას. გურჯაანში საერთოდ არ მოვიდა სეტყვა, იყო მხოლოდ ნალექი. გურჯაანი მთლიანად იყო უზრუნველყოფილი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების მიერ", - განაცხადა შიოლაშვილმა.

ახლა რას იტყვით? ცუდის თქმას ერთმანეთს რო ვერ ასწრებთ.........
This post has been edited by Mr_Li on 29 May 2015, 19:05