"მაშინ როდესაც არავინ უყურებს, პუტინი სამხრეთ ოსეთს შთანთქავს", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Newsweek-ი სტატიას. სტატიაში აღნიშნულია, რომ მაშინ როდესაც დაახლოებით ორი თვის წინ მედია დაკავებული იყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წლისთავის გაშუქებით, რუსეთმა საკუთარი ტერიტორია გაიფართოვა.
"18 მარტს რუსეთმა მოსახლეობის რაოდენობა 50 000-ით, ხოლო ტერიტორია 3 900 კილომეტრით ეფექტურად გაზარდა. ეს ზრდა მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების გაფორმების შედეგია, რომელსაც რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა მოაწერეს ხელი" , - აღნიშნულია სტატიაში და იქვე მოყვანილია ვლადიმერ პუტინის ციტატაც: "ორ ქვეყანას შორის ერთობლივი თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცე შეიქმნება, ჩვენი საბაჟო სამსახურები გაერთიანდება და სასაზღვრო მიმოსვლა ჩვენს მოქალაქეებს შორის იქნება თავისუფალი".
Newsweek-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, იყო თუ არა ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთისთვის პოლიტიკური დავალება, რომელიც კრემლმა გასცა. ვინაიდან როგორც სტატიის ავტორი წერს, დოკუმენტის ხელმოწერამდე სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტში დეპუტატებს შორის უთანხმოება იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ავტორს საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაცია მოჰყავს მაგალითად.
"სამხრეთ ოსეთის ბევრი მცხოვრების მიერ საქართველოს მიმართ არსებული შიშიდან გამომდინარე, რუსეთის, როგორც დამცველის არჩევის უდიდესი სარგებელი ნათელია, რომ არის უსაფრთხოება. 2008 წლის კონფლიქტმა რეგიონში რუსეთის ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინა", - წერია სტატიაში.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ცხინვალსა და მოსკოვს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმებისა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებისა, ევროკავშირს ქართველებისთვის ხელშესახები სარგებლის მინიჭების გადაწყვეტილება არ მიუღია, როგორიცაა მაგალითაც უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში.
სტატიის ავტორს მოჰყავს პოლიტოლოგ გია ნოდიას ციტატაც, სადაც ის ამბობს, რომ პუტინი არის ძლიერი ფიგურა, რომელიც აგრძელებს თავის გზას, ამიტომაც ხალხი ფიქრობს, თუ რა სარგებელი შეუძლიათ მათ ამ პირობებში მიიღონ ევროპისგან. "შესაძლოა, სისულელეა რუსეთთან ამ დონეზე შეწინააღმდეგება" , - აღნიშნავს გია ნოდია.
სტატიის ავტორის თქმით, მორიგ კონფლიქტში ჩათრევა იმ ტერიტორიაზე, რომელმაც საკუთარი ბედი აირჩია, არ არის ის გზა, რომლის გავლაც ბევრს სურს.
ე ბიჯო, ღარიბაბაევ! მოძრაობა გააკეთე!
This post has been edited by wree_world on 27 May 2015, 18:03