#44723798 · 28 May 2015, 11:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე პირიქით, უმადობის პრობლემა მაწუხებს -ჩემი შვილის. ტყუპისცალია, 19წლის ბიჭი. ძმა ნორმალურად ჭამს. ამას კი ვერაფერი მოვუხერხე. თან რაღაც უინტერესო და უნიათოა თითქოს. უფრო ასთენიური ტიპია. ექიმთანაც არ მომყვება, რომ ვეუბნები, სისხლის ანალიზი მაინც გააკეთე მეთქი, გაგონებაც არ უნდა. შარშან ტრიმეტაბოლის მთელი კურსი ჩავუტარე, მაგრამ შედეგი არ მოუცია. არადა, წონა აკლია.
|