#45032951 · 30 Jun 2015, 13:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველა ცოცხალი ორგანიზმი იბრძვის რესურსებისთვის და შესაბამისად ტერიტორიებისთვისაც. ლომები აიღეთ მაგალითად: ყველა პრაიდს საკუთარი ტერიტორია აქვს და უცხო პრაიდიდან თუ შევიდა ვინმე, სერიოზული პრობლემები შეექმნება. ასე რომ, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ სხვა პლანეტიდან მოსული განვითარებული რასა კეთილი და მშვიდობისმყოფელი იქნება აუცილებლად. განსაკუთრებით, როდესაც იმდენად უსწრებს დომინანტი სახეობა პლანეტაზე სხვა სახეობებს, რომ ისინი კონკურენციას ვეღარ უწევენ, სასწაულებრივად გამრავლდება, შეეძლება პლანეტაზე გარემოზე ზემოქმედება და მაინც შეექმნება რესურსებთან დაკავშირებით პრობლემები. ნუ შეიძლება, ისე განვითარებული იყოს, რომ არც სხვა პლანეტის ძებნა მოუნდეს საკუთარი რასის გასამრავლებლად და ძალიანაც "კეთილები" იყვნენ, მაგრამ ომი საკუთარ ისტორიაში აუცილებლად ექნებათ გამოვლილი და არც გაუკვირდებათ.
|