ბათუმში, 6 მაისის პარკთან ახალგაზრდა გოგონა დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაჭრილი უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სავარაუდოდ, გოგონა მისმა მეგობარმა დაჭრა.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...na-datcres.html