თანამედროვე კაცობრიობის საკმაოდ დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მითების სჯეროდათ წარსულში და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეპოქაში აღნიშნული მოვლენა წარსულს ჩაბარდა.
ეს გარკვეულწილად მართალიცაა. მაგალითად ბერძნული მითოლოგიის თავად ბერძნებსაც აღარ სჯერათ და თან უკვე დიდი ხანია, თუმცა აღნიშული მითები დღეს ჩანაცვლდა ახალი მითებით.
თუმცა რადგან ეს არის რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილება, მხოლოდ ამ სფეროში გაბატონებულ მითებზე გავამახვილებ ყურადღებას და ამის დასადასტურებლად, ჩვენი თანაფორუმელების ციტატებს მოვიყვან, რომლებიც სხვადასხვა თემებში გამოითქვა.
* * *
აღნიშნული ციტატების საფუძველზე რამოდენიმე თეზისი შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:
1. მორწმუნენი, რომლებიც საკმარის ცოდნას იძენენ და საკმარის ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, როგორც წესი ათეისტები ხდებიან.
2. მორწმუნე მეცნიერები, როგორც წესი შარლატანები არიან, ხოლო საუკეთესო მეცნიერები ათეისტები.
ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთის მხრივ განათლება და მეცნიერება, ხოლო მეორეს მხრვ ათეიზმი, პრაქტიკულად სინონიმური მნიშვნელობის სიტყვებია.
გადავამოწმოთ, თუ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს. დავიწყოთ პირველი მაგალითით.
20-ე საუკუნეში ანუ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეპოქაში (უფრო ზუსტად კი 1901-1990 წლებში), 139-მა მეცნიერმა მოიგო ნობელის პრიზი ფიზიკის დარგში.
მათგან 60% იყო ქრისტიანი, 24% ებრაელი და მხოლოდ 16% ათეისტი, აგნოსტიკი და სხვა რელიგიის წარმომადგენელი.
http://digitalcommons.unl.edu/cgi/viewcont...t=physicsfuller