ასეთი კრეტინობა არ მინახავს ჯერ.
ესეიგი დაზიპული ფოლდერი გადამაქვს ფლეშკით სხვა კომპიუტერში და იქიდან პროგრამის ინსტალაციაზე მიგდებს იდიოტურ შეცდომას.
მერე ვაკოპირებ ამ ფოლდერს და კოპიოდან ჩვეულებრივ ყენდება.

ასევე თუ სახელს შევუცვლი, იქიდანაც უპრობლემოდ ინსტალირდება.
ზუსტად იგივე დაზიპული ფოლდერი ჩერეზ ინტერნეტიდან რომ გადამაქვს, იქიდან უკვე აღარ ყენდება, არც სახელის შეცვლა შველის.
ეხლა რა ხდება.
ინტერნეტიდან გადმოწერილი ფოლდერიდან, საიდანაც არ ყენდება პროგრამა, გადამაქვს ფაილები იმ ფოლდერში, საიდანაც ყენდებოდა და მუშაობს უპრობლემოდ, თუმცა თუ ამჯერად ამ ფოლდერს სახელს შევუცვლი, უკვე აღარ მუშაობს.
სრული კოშმარია...