#44729705 · 28 May 2015, 22:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს გადაწყვეტილებით მეფუტკრეობის სასწავლებელი იხსნება. --------- „მე მინდა მოგახსენოთ, რომ დიდი ხანია ჩვენ ვფიქრობთ, როგორ დავეხმაროთ ხალხს. როგორ და რა უნდა გააკეთოს ხალხმა, ერთ-ერთი სახე ასეთი შრომისა არის მეფუტკრეობა. მე, მომისმენია გამოცდილი ადამიანებისგან, რომ ბევრი ვსცადეო, ვსცადე მესაქონლეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა და ყველაზე სასარგებლო ყოფილა მეფუტკრეობა. ადვილი, შემოსავლიანი და ადამიანი უზრუნველყოფილია ყველაფრით. ამასთან დაკავშირებით, მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთან, აქ ახალგაზრდულ ცენტრში იხსნება სასწავლებელი მეფუტკრეობისა. ეს სასწავლებელი იქნება რამდენიმე თვე. გააჩნია როგორ აითვისებს ადამიანი, ზოგმა შეიძლება აითვისოს ერთ თვეში, ორ თვეში ან სამ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადში აითვისოს. ეს ყოფილა საოცარი საშუალება ადამიანის ცხოვრებაში და მადლიანი. თაფლსაც იძლევა, სანთელსაც იძლევა და ჯანმრთელობასაც იძლევა. აი ამიტომ, მე დავავალე მამა იოანეს(მჭედლიშვილი), რომ ვისაც გაინტერესებთ შემოიტანეთ განცხადება და თქვენ დაიწყებთ სწავლას. ლექციებს და პრაქტიკულ საქმიანობას გაგიწევენ გამოცდილი მეფუტკრეები, რომელთაც აქვთ მარავალი წლის გამოცდილება და თქვენ გახდებით და იქნებით ბედნიერი, უზრუნველყოფილი გექნებათ ცხოვრება, ოჯახის ყოფა და შენახვა. ჩვენ უკვე გადმოვიყვანეთ 25 სკა ფუტკრისა სამების ტაძრის ტერიტორიაზე და თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას“. - ბრძანა უწმიდესმა
ცნობისთვის ყველაზე დიდხანს მონაზვნები და მეფუტკრეები ცხოვრობენ.
--------------------
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი" რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"
|