მე ვარ გაორებული და “არაკომპეტენტური”.
მე საქართველო მტკივა.
ყველა სიკეთესთან ერთად უმადურიც ვარ. ვერ ვგრძნობ იმ სასიკეთო ცვლილებებს, რომლებიც (მგონი) ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. საერთოდ, ჩემს გარშემო ყველა ასეთია და ერთად ვცხოვრობთ ამდენი “უმადური”. დაღონებულები.
მაგრამ მე ის გოგო არ ვარ დაღონებული რომ იჯდება, ფეხებს საწოლზე აკეცავს და სხვა “დაღონებულ” გოგო-ბიჭებს თავის აზრებს გაუზრიარებს ფეისბუქზე… ფეხსაცმელების შესახებ. მე საქართველო მტკივა და ამ ტკივილთან გასამკლავებლად რაღაც ვნებიანი უნდა გავაკეთო, უნდა ვიბრძოლო და გავაკრიტიკო, მერე თავაუღებლად უნდა ვიმუშავო. თქვენგანაც ამავეს მოვითხოვ!
ხალხო!!!
მ ს ო ფ ლ ი ო შეიცვალა, არა, იცვლება!!! ყველაფერი თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება… ყველგან… გარდა ჩვენებური გოროზი მთებისა. მმართველობა ეკონომიკაა, მსოფლიოს ათიათასობით კომპანია (სანამ) დროა თავისი ადგილის პოვნას ცდილობს, მმართველობა მათემატიკური ციფრების ხელშია და ეს… კარგია. დრო მიდის, დრო მიდის… წარმოიდგინეთ აი, ამ წამს, სანამ ამას კითხულობთ რამდენი ადამიანი დადის დედამიწაზე, რამდენი ს ა რ გ ე ბ ე ლ ი იქმნება განვითარებულ სამყაროში (და, შესაბამისად, თითოეულ წამს რამდენად იზრდება სხვაობა ჩვენსა და ნორმალურ ქვეყნებს შორის). აი, ამ წამს, რა ხდება საქართველოში? ადამიანებო, ყური დაუგდეთ. აი, ერთ წამს გააჩერეთ დრო (1 წამით შეიძლება), ჩაისუნთქეთ და ყური მიუგდეთ… რა ხდება ამ წამს საქართველოში?
არაფერი, ყველა ქარხანა დაკეტილია, (კვირაა), ხვალაც 10 ქარხანა აგრუხუნდება და 1-2 კათხა ლუდს და კანფეტებს აწარმოებს. საფონდო ბირჟა არც გვაქვს, არც არაფერი იწარმოება… მხოლოდ, ხმა მესმის… კი, კი მესმის! ეს თოქ შოუების ხმაა. ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ ხდება, გარდა მსჯელობისა!!! აი ერის უბედუება!!!
ჩვენ ბევრს ვფილოსოფოსობთ, და არაფერს ვაკეთებთ.
არჩევნების შემდეგ სრული შეგრძნება მაქვს, რომ პოლიტიკური აპარატი გაყინულია. მხოლოდ მესმის, რომ მართლმსაჯულება “ღდგება”. სამართალი აუცილებელია, 2 აზრი არ არსებობს, მაგრამ, ამასობაში ვინმემ საქმესაც მიხედეთ!!! “ახალი ცოცხი კარგად გვის”, მე კი საერთოდ არ დამინახავს ახალი ცოცხი. მხოლოდ 1 რამეს ვხედავ – შემიძლია მხოლოდ პირადი ნაცნობებიდან 10 ოჯახი ჩამოვთვალო, რომლებმაც 1-2-3…. ნაბიჯით უკან დაიხიეს.
ჩვენ არ გვყავს ადამიანი, რომელიც ჩუმად იჯდება და საქმეს მიხედავს. ყველგან ასე ხდება – ასე 10 საქმეში ჩახედულ სახეს “მიუგდებენ” მედიას, და თვითონ მუშაობენ. ჩვენთან ყველა ტელევარსკვლავია. მოკეტეთ!!! აღარ მინდა მსჯელობის, დებატების და სიტყვებით თამაშის ყურება. გამოირთეთ და საქმეს მიხედეთ! სწრაფად მიხედეთ საქმეს! 2იოდე დღის წინ წავიკითხე, რომ სოფლის მეურნეობა ყოფილი სსრკ ქვეყნებიდან მხოლოდ ჩვენთან ვერ მიუახლოვდა 1992 (!) წლის მონაცემებს (შედარებისთვის, სომხეთს 200% ით გაუუმჯობესებია) სულ რომ არაფერი, მიწა მაინც გვაქვს (ბებია რომ ვიყო კარგ რამეს გეტყოდით) და იმავე იარაღებს ვუბაკუნებთ ზედ, შუა პალეოლითში რომ გამოიგონეს.
მიდით, იმსჯელეთ!
როგორ უნდა გვეზიზღებოდეს ქვეყანა, რომ ამ დღეში ჩავაგდოთ. ეს ყველას ბრალია! თითოეული ჩვენგანის!! საერთოდ – არავიზე კარგები არ ვართ, განუვითარებელი და სულელი ხალხი ვართ, რომელიც საკუთარ ქვეყანას ღუპავს. დროის ყადრი არ ვიცით, ჩვენთან 40 წუთი დაგვიანებაც კი “არაფერია”, როცა მსოფლიში 1 წუთი მილიონ/არდები ღირს. ამ წუთებში გამომუშავებელი სარგებელი. ზომბები ხართ ყველანი!!! რეაქციები გვაქვს შენელებული. იცით დინოზავრები რატომ გადაშენდნენ?!!!
მითხარით 1 სასარგებლო საქმე, რომელიც დღეს რომელიმე პოლიტიკოსმა გააკეთა, 1 ლარი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა, 1 სასარგებლო გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მიიღეთ, რამე გააკეთეთ პროდუქტიული? მესმის, რომ დაიჭირეთ 2 დამნაშავე, მაგრამ… ჩვენ გვშია!!!! ჩვენ პურის ფულიც არ გვაქვს!
ჩვენ გვეზიზღება ჩვენი ქვეყანა. იმის მაგივრად, ყველამ თავი გავიგიჟოთ, დავიწყოთ მცირე და საშუალო საწარმოების გახსნა, განათლების გაღრმავება, გავაპროტესტოთ, და მოვიქცეთ ისე, როგორც ყველა ნორმალური იქცევა… ყველა ნორმალურ ქვეყანაში
გაჩერდი, გადართე, აქუბარდიას გადაცემა გადის.
უფსკრულის პირას ვართ. ადამიანური რესურსიც კი არ გვყავს, რომ ლათური ამერიკის მსგავსად ღარიბები ვიყოთ, მაგრამ ბევრნი, პოტენციურები და ჯანსაღები. (კარგად დაასხედით)
ქართველები ვართ და ჩვენივე იდიოტობით იმდენი მოვახერხეთ, რომ მთელ ერს, საქართველოს წყალში ვაგდებთ. ამიტომ არ გვაქვს უფლება დრო ასე აღვიქვათ: 2შაბათი…… სამშაბათი…….. 4შაბათი…… 5შაბათი……. პარასკევიშაბათიკვირა.
ჩვენ არ გვაქვს დასვენების, მოდუნების, თაღლითობის და მსგავსი არაფრის უფლება. ჩვენ ბევრი სარგებელი გვაქვს შესაქმნელი, ყველაფერი ასაშენებელი გვაქვს. ბევრი შრომა, ბევრი საათი და ბევრი უძილო ღამეა საჭირო. თითოეული მოქალაქის თავგანწირული შრომა ეკონომიკის, საზოგადოების ფეხზე დასაყენებლად. მაგრამ ჩვენ უმალ ომში გავიქცევით და თავებს დავიხოცავთ ვიდრე თითს გავანძრევთ. მანამდე კი ბევრს ვიმსჯელებთ, ძალიან, ძალიან ბევრს და დიდხანს. მერეც, 3 წელი სადარდებელი აღარ გვექნება – ამ ომის შესახებ იმდენი კომისიის იმდენი დასკვნა გვექნება წასაკითხი… და ბიჭები მიწაში იწვებიან, ზარმაცი ქართველი ბიჭები.
ისე ვტკბებით ფილოსოფოსობით, როგორც ძველი ფილოსოფოსები – ჭეშმარიტების ძიებით.
ილიას სიტყვები მახსენდება. მეშინია, არა, ვიცი, რომ სწორედ ის ერი ვართ, ხმლის ქნევის დროის დასრულების შემდეგ რომ უნდა გადაშენდეს. მტკივა, საქართველო მტკივა.
თქვენ წაკითხავთ ამ პოსტს, და… საქმეებს ხვალისთვის გადადებთ.
როგორ გვძულს საკუთარი ქვეყანა! ვაი ჩვენს პატრონს!
https://annahemi.wordpress.com/2013/02/25/georgia/ვეთანხმები პატარა ანას ყველაფერში